https://sputnik-georgia.com/20230321/ras-aketebs-saqartvelo-evrokavsiris-kandidatis-statusis-mosapoveblad-premieri-elcebs-sexvda-275990179.html
რას აკეთებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად: პრემიერი ელჩებს შეხვდა
რას აკეთებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად: პრემიერი ელჩებს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T21:12+0400
2023-03-21T21:12+0400
2023-03-28T12:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_133:255:891:682_1920x0_80_0_0_cf6f5b9ae8c7bc89ac36f1b8671b6b9b.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა სამუშაო ლანჩზე, რომლის ინიციატორი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იყვნენ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასევე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.„ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია განცხადებაში.ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა >>2022 წლის ივნისში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიარონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_212:266:766:682_1920x0_80_0_0_2ce55229374cacfb86dbd87679e04ff6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რას აკეთებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად: პრემიერი ელჩებს შეხვდა
21:12 21.03.2023 (განახლებულია: 12:33 28.03.2023) შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა სამუშაო ლანჩზე, რომლის ინიციატორი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იყვნენ.
„შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასევე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის ივნისში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიარონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.