https://sputnik-georgia.com/20230321/sasamartlom-kezerasvils-5-mln-evros-anazraureba-daavaldebula-275979491.html
სასამართლომ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს ზარალის ანაზღაურება დააკისრა
სასამართლომ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს ზარალის ანაზღაურება დააკისრა
Sputnik საქართველო
ფულის მითვისებისთვის მსჯავრდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის დამფუძნებელია. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T19:23+0400
2023-03-21T19:23+0400
2023-03-21T22:08+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ძალაში დატოვა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სამინისტროსთვის ზარალის ანაზღაურების სახით 5.060.000 ევროს გადახდა დააკისრა. ამგვარად თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მხოლოდ კეზერაშვილის მიმართ. შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა გათავისუფლდა ვალდებულებისგან, რომელიც მას საქალაქო სასამართლომ დააკისრა. საქმე ეხება ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიისთვის 5.060.000 ევროს გადარიცხვას სწავლებისთვის, რომელიც არ ჩატარებულა. 2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. „კეზერაშვილი ჩვენი სანტაა" - ირაკლი კობახიძე თავდაცვის ექს-მინისტრის საჩუქრებზე>>კეზერაშვილის გარდა, საქმეში მონაწილეობდა ალექსანდრე ნინუა. სამივე ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო მასზე დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს 5.060.000 ევროს ოდენობის დებიტორული დავალიანება გაუჩნდა, რამაც სახელმწიფო ინტერესები დააზარალა. კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს 2006-2008 წლებში, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელმძღვანელობდა. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ორ საქმეზე კეზერაშვილი გაამართლეს. განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე. „ავანსცენაზე უნდა იყვნენ“ - ნიკა მელია მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე>>საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 2014 წელს კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადეს. კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი "ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ "ნაცმოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
სასამართლომ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს ზარალის ანაზღაურება დააკისრა
19:23 21.03.2023 (განახლებულია: 22:08 21.03.2023) ფულის მითვისებისთვის მსჯავრდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის დამფუძნებელია.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ძალაში დატოვა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სამინისტროსთვის ზარალის ანაზღაურების სახით 5.060.000 ევროს გადახდა დააკისრა.
ამგვარად თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს
სარჩელი მხოლოდ კეზერაშვილის მიმართ. შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა გათავისუფლდა ვალდებულებისგან, რომელიც მას საქალაქო სასამართლომ დააკისრა.
საქმე ეხება ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიისთვის 5.060.000 ევროს გადარიცხვას სწავლებისთვის, რომელიც არ ჩატარებულა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
კეზერაშვილის გარდა, საქმეში მონაწილეობდა ალექსანდრე ნინუა. სამივე ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო მასზე დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს 5.060.000 ევროს ოდენობის დებიტორული დავალიანება გაუჩნდა, რამაც სახელმწიფო ინტერესები დააზარალა.
კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს 2006-2008 წლებში, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელმძღვანელობდა.
საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ორ საქმეზე კეზერაშვილი გაამართლეს. განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 2014 წელს კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადეს.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი "ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ "ნაცმოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.