https://sputnik-georgia.com/20230321/ramdeni-proeqti-ganxorcielda-migrantebis-dasaxmareblad-275965768.html
რამდენი პროექტი განხორციელდა მიგრანტების დასახმარებლად
რამდენი პროექტი განხორციელდა მიგრანტების დასახმარებლად
Sputnik საქართველო
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელს 650 ათას ლარს შეადგენს. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T13:06+0400
2023-03-21T13:06+0400
2023-03-21T17:19+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განაგრძობს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას. გასულ წელს ამ პროგრამით 254 პროექტი დაფინანსდა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. სააგენტოს დირექტორის ირაკლი მხეიძის თქმით, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სააგენტო ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტებს თითოეულს 4 ათასამდე ლარს გამოუყოფს. პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელს 650 ათასი ლარია. ეს თანხა საშუალოდ 250 ადამიანს უნდა მოხმარდეს. სახელმწიფო პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერა. დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ>>დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ. ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით 100-მდე პროექტი ხორციელდება. სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს აძლევს საშუალებას, საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ ხელსაწყოები თავად შეარჩიონ. დევნილებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან>>ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად თანხა 2015 წლიდან გამოიყოფა. 2020 წლიდან სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ეხმარება ამ ადამიანებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაში. პროგრამის ფარგლებში მათ შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, მხარდაჭერა პროფესიული განვითარების მიღებაში და დროებითი საცხოვრებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რამდენი პროექტი განხორციელდა მიგრანტების დასახმარებლად
13:06 21.03.2023 (განახლებულია: 17:19 21.03.2023) საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელს 650 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განაგრძობს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას. გასულ წელს ამ პროგრამით 254 პროექტი დაფინანსდა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. სააგენტოს დირექტორის ირაკლი მხეიძის თქმით, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სააგენტო ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტებს თითოეულს 4 ათასამდე ლარს გამოუყოფს. პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელს 650 ათასი ლარია. ეს თანხა საშუალოდ 250 ადამიანს უნდა მოხმარდეს.
სახელმწიფო პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით 100-მდე პროექტი ხორციელდება. სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს აძლევს საშუალებას, საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ ხელსაწყოები თავად შეარჩიონ.
ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად თანხა 2015 წლიდან გამოიყოფა. 2020 წლიდან სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ეხმარება ამ ადამიანებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაში.
პროგრამის ფარგლებში მათ შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, მხარდაჭერა პროფესიული განვითარების მიღებაში და დროებითი საცხოვრებელი.