https://sputnik-georgia.com/20220204/devnilebs-biznesis-ganvitarebasi-daexmarebian-264138360.html
დევნილებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან
დევნილებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან
Sputnik საქართველო
გრანტებს მიიღებენ ის მეწარმეები. ვისი ბიზნესიც ნახევარ წელიწადში მინიმუმ ერთ სამუშაო ადგილს შექმნის იძულებით გადაადგილებული პირის ან ეკომიგრანტისთვის.
2022-02-04T09:43+0400
2022-02-04T09:43+0400
2022-02-04T16:28+0400
საქართველოს ეკონომიკა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551262_0:0:3227:1816_1920x0_80_0_0_9fa45cdfe5dfd4d2bcc85f3047ead813.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება თავისი ბენეფიციარებისთვის სამეწარმეო საქმიანობის დახმარების პროგრამაში ჩართვაზე.პროგრამა ითვალისწინებს 7,5 ათასი ლარის ოდენობით გრანტის გამოყოფას იმ ეკომიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ამ ეტაპზე გამოყოფილია 26 გრანტი.პროგრამის პირობებით, გრანტს მიიღებენ ის მეწარმეები, ვისი ბიზნესიც ნახევარ წელიწადში მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირის ან ეკომიგრანტისთვის.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მცხოვრებლებს.განაცხადების მიღება გრანტის მისაღებად 25 თებერვლამდე გაგრძელდება.დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსის ვადა გახანგრძლივდა>>პროგრამის პირობების მიხედვით, დაფინანსდებიან მეწარმეები, რომლებიც უკვე მუშაობენ და სურთ ბიზნესის გაფართოება, ახალი მომხმარებლის მოზიდვა ან ახალი აღჭურვილობის შეძენა. ამასთან, დაფინანსდება არა უძრავი ქონების ან მომსახურების, არამედ საოპერაციო აქტივების შეძენა.პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პროგრამაში შშმ პირების ან ქალების ჩართვაზე.პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა წარადგინონ საჭირო დოკუმენტები, ბიზნეს-გეგმა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისთვისაც უნდა იყვნენ მზად.რამდენი ფულია საჭირო საქართველოში დევნილების საცხოვრებლის საკითხის მოსაგვარებლად>>დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეამოწმებს მათ და ან მოიწონებს, ან უარყოფს განაცხადს.ამასთან, გრანტის მისაღებ პირობებში დაფიქსირებულია, რომ რეესტრში აღრიცხულ ვალის მქონე მეწარმეებს პირველ ეტაპზევე ეტყვიან უარს.გრანტებს მიიღებენ ის ბიზნესმენები, ვისი ბიზნეს-გეგმაც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს რვა კრიტერიუმის მიხედვით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551262_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_232a0d78f31d11bd193d92b468eb025b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გრანტი დევნილი ბიზნესი მეწარმე
გრანტი დევნილი ბიზნესი მეწარმე
დევნილებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან
09:43 04.02.2022 (განახლებულია: 16:28 04.02.2022) პროგრამის პირობებით, დაფინანსდებიან მეწარმეები, რომლებსაც ბიზნესის გაფართოება სურთ.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება თავისი ბენეფიციარებისთვის სამეწარმეო საქმიანობის დახმარების პროგრამაში ჩართვაზე.
პროგრამა ითვალისწინებს 7,5 ათასი ლარის ოდენობით გრანტის გამოყოფას იმ ეკომიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ამ ეტაპზე გამოყოფილია 26 გრანტი.
პროგრამის პირობებით, გრანტს მიიღებენ ის მეწარმეები, ვისი ბიზნესიც ნახევარ წელიწადში მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირის ან ეკომიგრანტისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მცხოვრებლებს.
განაცხადების მიღება გრანტის მისაღებად 25 თებერვლამდე გაგრძელდება.
პროგრამის პირობების მიხედვით, დაფინანსდებიან მეწარმეები, რომლებიც უკვე მუშაობენ და სურთ ბიზნესის გაფართოება, ახალი მომხმარებლის მოზიდვა ან ახალი აღჭურვილობის შეძენა. ამასთან, დაფინანსდება არა უძრავი ქონების ან მომსახურების, არამედ საოპერაციო აქტივების შეძენა.
პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პროგრამაში შშმ პირების ან ქალების ჩართვაზე.
პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა წარადგინონ საჭირო დოკუმენტები, ბიზნეს-გეგმა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისთვისაც უნდა იყვნენ მზად.
დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტო შეამოწმებს მათ და ან მოიწონებს, ან უარყოფს განაცხადს.
ამასთან, გრანტის მისაღებ პირობებში დაფიქსირებულია, რომ რეესტრში აღრიცხულ ვალის მქონე მეწარმეებს პირველ ეტაპზევე ეტყვიან უარს.
გრანტებს მიიღებენ ის ბიზნესმენები, ვისი ბიზნეს-გეგმაც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს რვა კრიტერიუმის მიხედვით.