https://sputnik-georgia.com/20220201/devnilebistvis-binebis-sesyidvis-miznit-menaseneebis-konkursis-ada-gaxangrzlivda-264064676.html
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსის ვადა გახანგრძლივდა
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსის ვადა გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეთა კონკურსის ვადა 2022 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდა.
2022-02-01T19:42+0400
2022-02-01T19:42+0400
2022-02-01T22:11+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249190868_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_ee47c7bca714219391f5e8e3096bb2c0.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეთა კონკურსის ვადა 2022 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ.საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 1 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ>>დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილი ოჯახის საკითხს ადგილზე სწავლობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249190868_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_eaaeab3177a95c128eb9aa3aa520fc4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილები ბინები მენაშენეები ვადა კონკურსი
დევნილები ბინები მენაშენეები ვადა კონკურსი
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსის ვადა გახანგრძლივდა
19:42 01.02.2022 (განახლებულია: 22:11 01.02.2022) კონკურსში მონაწილეობისა და საკონკურსო წინადადების წარდგენის უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ სამშენებლო ორგანიზაციას აქვს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეთა კონკურსის ვადა 2022 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს
ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ.
საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 1 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილი ოჯახის საკითხს ადგილზე სწავლობენ.