https://sputnik-georgia.com/20220124/sanatorium-qartlsi-mcxovrebi-devnilebi-fartebs-2022-wels-miireben-263833718.html
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ
Sputnik საქართველო
ტერიტორიებს კორპუსების ასაშენებლად ეძებენ თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში, ხოლო ქუთაისში მიწის ნაკვეთი უკვე მოძიებულია
2022-01-24T13:54+0400
2022-01-24T13:54+0400
2022-01-24T13:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/89/247428983_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_354af36b95946c235675ef73d5bcee85.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს საქართველოს ოთხ ქალაქში მიიღებენ.დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას სთავაზობს.დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.ამ შენობაში თითქმის 30 წელია, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს იოთხოვს.ამ დროისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია ქუთაისში და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება.დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავადაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 18 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულებს, უსაფრთხოების პირობების დაცვის შემთხვევაში, შეასახლებენ სახლებში, რომლებიც ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში.წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220119/ramdeni-fulia-sawiro-devnilebis-binebit-dasakmayofileblad-263725186.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/89/247428983_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b358e411f2fb5b9782b9490d6a9b156c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილები ბინა ქალაქი
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ
დევნილებისათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში მიწის მოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს საქართველოს ოთხ ქალაქში მიიღებენ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას სთავაზობს.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ამ შენობაში თითქმის 30 წელია, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს იოთხოვს.
„ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ დროისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია ქუთაისში და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება.
დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავადაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.
დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 18 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულებს, უსაფრთხოების პირობების დაცვის შემთხვევაში, შეასახლებენ სახლებში, რომლებიც ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში.