რეფერენტული ფასების მქონე წამლების სია გაფართოვდა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
ზღვრული ფასი უკვე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო 1,1 ათასზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სია, რომელთა ყიდვა შედარებით დაბალ ფასად შეიძლება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
სახელმწიფომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზევით წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. შესაბამისად, რეფერენტული ფასის მქონე მედიკამენტების სია 1,1 ათასზე მეტი დასახელების წამალს მოიცავს. სია უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება, აღნიშნეს უწყებაში.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასები წამლებზე საქართველოში: დარღვევების შემთხვევაში აფთიაქებს დააჯარიმებენ>>
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას იღებდა, ახლა კი მას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ყველა ახალი ამბავი
0