https://sputnik-georgia.com/20230318/referentuli-fasebi-medikamentebze-ilia-rudusauri-275901867.html
რეფერენტული ფასები წამლებზე საქართველოში: დარღვევების შემთხვევაში აფთიაქებს დააჯარიმებენ
რეფერენტული ფასები წამლებზე საქართველოში: დარღვევების შემთხვევაში აფთიაქებს დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
ჯარიმები შეეხება იმ 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევას, რომლებიც მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაწესდა. 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T20:53+0400
2023-03-18T20:53+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364428_0:0:3614:2034_1920x0_80_0_0_2a71659b7e97ec8314630b02ad6f04bf.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევისთვის ჯარიმები ამოქმედდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.2023 წლიდან სახელმწიფომ დააწესა ფასის ზღვარი, რომლის ზემოთაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა. მთლიანობაში ზღვრული ფასი უკვე 1,1 ათასზე მეტ მედიკამენტზე (რომლებიც ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ვრცელდება. უახლოეს მომავალში ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება.მან განმარტა, რომ ჯარიმები შეეხება იმ 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევას, რომლებიც 15 თებერვალს დაწესდა.„ჯარიმის ოდენობა 5-დან 30 ათას ლარამდეა, გააჩნია რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.დაიწყება თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასების მოულოდნელი ზრდის მოკვლევა >>მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364428_883:0:3614:2048_1920x0_80_0_0_fc0893d6cf70438916992d0309208ae4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
რეფერენტული ფასები წამლებზე საქართველოში: დარღვევების შემთხვევაში აფთიაქებს დააჯარიმებენ
20:53 18.03.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ჯარიმები შეეხება იმ 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევას, რომლებიც მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაწესდა.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევისთვის ჯარიმები ამოქმედდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
2023 წლიდან სახელმწიფომ დააწესა ფასის ზღვარი, რომლის ზემოთაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა. მთლიანობაში ზღვრული ფასი უკვე 1,1 ათასზე მეტ მედიკამენტზე (რომლებიც ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ვრცელდება. უახლოეს მომავალში ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება.
„იმ მედიკამენტებზე, რომელზეც 15 თებერვლიდან შევიდა ძალაში, მოქმედებდა საშეღავათო ერთთვიანი პერიოდი და უკვე რეგულირების სააგენტოს შეუძლია დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება და საჯარიმო სანქციები აამოქმედოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
მან განმარტა, რომ ჯარიმები შეეხება იმ 800 დასახელების მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დარღვევას, რომლებიც 15 თებერვალს დაწესდა.
„ჯარიმის ოდენობა 5-დან 30 ათას ლარამდეა, გააჩნია რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.