https://sputnik-georgia.com/20230321/dainisneba-tu-ara-saqartvelosi-riggarese-arcevnebi-ocnebis-pasuxi-275988408.html
დაინიშნება თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები - „ქართული ოცნების“ პასუხი
დაინიშნება თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები - „ქართული ოცნების“ პასუხი
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ დაბალი რეიტინგის გამო ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ აწყობს. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T20:19+0400
2023-03-21T20:19+0400
2023-03-21T22:19+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269774400_0:0:3075:1730_1920x0_80_0_0_73c1d2140c2493dbc27cb301c9b62c4c.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. არანაირი რიგგარეშე არჩევნები საქართველოში არ იქნება, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. თუმცა ექს-პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს არ აწყობს რიგგარეშე არჩევნები, მათ შორის საარჩევნო სისტემის, ასევე რეიტინგების გათვალისწინებით, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიციაა.მიღებულია „რევოლუციური მნიშვნელობის“ გადაწყვეტილება, რადგან არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემითა და პროპორციულად, აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.„ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს... ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ყველა არაა თანახმა>>მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. ამჟამად პარტიებს, ექსპერტების აზრით, რთული ვითარება აქვთ, რადგან ქვეყანაში გაჩნდა საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც არ სჯერა პარტიების და რომელზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანია არ მუშაობს.გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.უფრო ადრე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას. მისი თქმით, დანარჩენ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები გაციფრებული იქნება, ხოლო შედეგებს შემთხვევითი შერჩევით ხელახლა დაითვლიან.ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე?>>პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“, რომელთა თანახმად, საარჩევნო უბნებზე დაინერგება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას ითვალისწინებს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269774400_143:0:2874:2048_1920x0_80_0_0_05294136a23dffd6cfcb5d526e69149e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება
დაინიშნება თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნები - „ქართული ოცნების“ პასუხი
20:19 21.03.2023 (განახლებულია: 22:19 21.03.2023) მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ დაბალი რეიტინგის გამო ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ აწყობს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. არანაირი რიგგარეშე არჩევნები საქართველოში არ იქნება, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. თუმცა ექს-პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს არ აწყობს რიგგარეშე არჩევნები, მათ შორის საარჩევნო სისტემის, ასევე რეიტინგების გათვალისწინებით, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიციაა.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება – 2024 წლის ოქტომბერში. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყონ. თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, მათ ვურჩევ, რომ კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მიღებულია „რევოლუციური მნიშვნელობის“ გადაწყვეტილება, რადგან არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემითა და პროპორციულად, აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს... ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. ამჟამად პარტიებს, ექსპერტების აზრით, რთული ვითარება აქვთ, რადგან ქვეყანაში გაჩნდა საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც არ სჯერა პარტიების და რომელზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანია არ მუშაობს.
გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.
უფრო ადრე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას. მისი თქმით, დანარჩენ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები გაციფრებული იქნება, ხოლო შედეგებს შემთხვევითი შერჩევით ხელახლა დაითვლიან.
პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“, რომელთა თანახმად, საარჩევნო უბნებზე დაინერგება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას ითვალისწინებს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.