https://sputnik-georgia.com/20230321/awaris-turistul-sesazleblobebs-16-gamofenaze-gaecnen-275978715.html
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 16 საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 16 საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
Sputnik საქართველო
პრაღის გამოფენაზე აჭარის სტენდმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T19:02+0400
2023-03-21T19:02+0400
2023-03-21T22:04+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249243179_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_ce727fd27f0f92834ad251cda9779f19.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტულ გამოფენებზე. ბოლო პერიოდში აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვენისა და პრაღის ტურისტული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ავსტრიასა და ჩეხეთში წელს პირველად გაუწია. გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთის ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან", – აღნიშნულია განცხადებაში. 2023 წელს აჭარაში აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება>>უწყების ცნობით, გამოფენაზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. პრაღის გამოფენაზე HOLIDAY WORLD & REGION WORLD 2023 აჭარის სტენდმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენებზე აჭარის და, ზოგადად, საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ დაინტერესება მაღალი იყო.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/13/249243179_138:0:1143:754_1920x0_80_0_0_f521c3a960b2f01df19bdb9b0aa48d06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, აჭარა
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, აჭარა
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 16 საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
19:02 21.03.2023 (განახლებულია: 22:04 21.03.2023) პრაღის გამოფენაზე აჭარის სტენდმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტულ გამოფენებზე.
ბოლო პერიოდში აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვენისა და პრაღის ტურისტული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ავსტრიასა და ჩეხეთში წელს პირველად გაუწია. გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთის ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოფენაზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. პრაღის გამოფენაზე HOLIDAY WORLD & REGION WORLD 2023 აჭარის სტენდმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენებზე აჭარის და, ზოგადად, საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ დაინტერესება მაღალი იყო.