https://sputnik-georgia.com/20230320/saqartvelosi-wamlis-xarisxis-laboratoria-gaxsnistvis-mzad-aris-ministri-275949654.html
საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - მინისტრი
საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - მინისტრი
Sputnik საქართველო
წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T21:08+0400
2023-03-20T21:08+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/58/247835870_0:140:3000:1828_1920x0_80_0_0_e44791af3711a3b4c3d6d375caed452f.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დროს წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნის თარიღს გამოაცხადებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია შეისწავლის ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს. მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად საქართველო დღემდე ევროპის ლაბორატორიებს მიმართავს, რაც დაკავშირებულია დროსთან და გარკვეულ ფინანსურ ხარჯთან.როგორც ამას წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კოეფიციენტი მათი ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/58/247835870_188:0:2812:1968_1920x0_80_0_0_bdc0c4a5aaed6142d36d551b7237c768.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ექიმის რჩევები
საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - მინისტრი
21:08 20.03.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დროს წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნის თარიღს გამოაცხადებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია შეისწავლის ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს. მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად საქართველო დღემდე ევროპის ლაბორატორიებს მიმართავს, რაც დაკავშირებულია დროსთან და გარკვეულ ფინანსურ ხარჯთან.
„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
როგორც ამას წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კოეფიციენტი მათი ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.