https://sputnik-georgia.com/20230320/saqartvelosi-stacionaruli-dawesebulebebistvis-axali-wesebi-damtkicda-275948776.html
საქართველოში სტაციონარული დაწესებულებებისთვის ახალი წესები დამტკიცდა
საქართველოში სტაციონარული დაწესებულებებისთვის ახალი წესები დამტკიცდა
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფას, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T20:41+0400
2023-03-20T20:41+0400
2023-03-20T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262601038_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_29bfd431f50aa53c8d18e09567be826f.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ კორპუსებში მდებარე ობიექტებზე აღარ გაიცემა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა სხდომაზე ორშაბათს განიხილა, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა.ცვლილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.გარდა ამისა, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.ამას გარდა, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების” სანებართვო დანართის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან – 2023 წლის 1 სექტემბრამდე. ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში.ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262601038_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_ca7678efa96b38b236511962d6eadeb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
საქართველოში სტაციონარული დაწესებულებებისთვის ახალი წესები დამტკიცდა
20:41 20.03.2023 (განახლებულია: 22:07 20.03.2023) გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფას, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ კორპუსებში მდებარე ობიექტებზე აღარ გაიცემა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა სხდომაზე ორშაბათს განიხილა, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა.
ცვლილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ამას გარდა, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების” სანებართვო დანართის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე არის ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან – 2023 წლის 1 სექტემბრამდე. ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ჩაერთოს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში.
ქირურგიული სერვისისთვის შემუშავებული ახალი სანებართვო პირობები განახლდა საერთაშორისო და ჯანდაცვის სფეროს პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.