https://sputnik-georgia.com/20230320/sad-gaagrzelebs-musaobas-cxenkeli-275937759.html
სად გააგრძელებს მუშაობას განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
სად გააგრძელებს მუშაობას განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T14:59+0400
2023-03-20T14:59+0400
2023-03-20T20:02+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ ჩხენკელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267046815_0:81:1000:644_1920x0_80_0_0_611b482808e3a5e211fe9aa0819e61fd.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს მუშაობას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ჰყავს>>ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტს. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად გაჩნდა ქვეყანაში ახალი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267046815_0:95:902:772_1920x0_80_0_0_f63328f3cdf55efa70c1eac5c831ce7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ ჩხენკელი
სად გააგრძელებს მუშაობას განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
14:59 20.03.2023 (განახლებულია: 20:02 20.03.2023) გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს მუშაობას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტს. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად გაჩნდა ქვეყანაში ახალი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.