საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ჰყავს

© courtesy of Giorgi Amilakhvariგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
გიორგი ამილახვარი პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნების" სიით გახდა. ის 39 წლისაა.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა.
ამილახვარი ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელიც განათლების უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
გიორგი ამილახვარი დეპუტატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. მანამდე, 2018-2019 წლებში მას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
2010-2020 წლებში ამილახვარი იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასევე სამართლის ასოცირებული პროფესორი.
ის 2008-2010 წლებში ლიეტუვის საინვესტიციო კომპანია Severus-ის ქართული ფილიალის მთავარი იურისტი იყო, მანამდე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში – მთავარი სპეციალისტი.

გიორგი ამილახვარმა 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის სამართლის დოქტორი.
ყველა ახალი ამბავი
0