რატომ ჩამოინგრა ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ტრასაზე: სამხარაულის ბიურო მიზეზებს ადგენს

© Roads Department of Georgiaჩამონგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ტრასაზე
ჩამონგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ტრასაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის კვლევა და გამოცდა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდება ხიდის დაზიანების კონკრეტული მიზეზები.
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სამტრედია-გრიგოლეთის ტრასის მშენებარე მონაკვეთზე ხიდის დაზიანების კომპლექსური შესწავლა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზის აღნიშნული მონაკვეთი აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტობანის ნაწილია.
მდინარე რიონზე ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია. წინასწარ მიზეზად წყალდიდობა სახელდება.
„მოცემულ ეტაპზე უკვე შესაძლებელი გახდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება, ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ანუ წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კვლევითი სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის კვლევა და გამოცდა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდება ხიდის დაზიანების კონკრეტული მიზეზები.
დასავლეთ საქართველოში მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა - მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ>>
საბოლოო დასკვნის შედგენის შემდეგ განისაზღვრება ხიდის აღდგენისა და სამუშაოების გაგრძელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოების მიერ კი გაკეთდება შემთხვევის სამართლებრივი შეფასება, აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
სამტრედია–გრიგოლეთის 51,1 კილომეტრიანი გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი გზა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სიგრძეს 45%-ით შეამცირებს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა >>
უწყების ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ეს მონაკვეთი გვერდს უვლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათ კომპანია „ჯეუ ჯგუფი“ ახორციელებს.
პირველ მონაკვეთზე გათვალისწინებულია სამი საავტომობილო ხიდის და ერთი სარკინიგზო ხიდის მშენებლობა. მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდის სიგრძე იქნება 801 მეტრი - სამი ხიდიდან ეს ყველაზე გრძელია.
© Roads Department of Georgiaჩამონგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ტრასაზე
Рухнувший мост на участке трассы Самтредиа-Григолети - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
ჩამონგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ტრასაზე
სამტრედია-გრიგოლეთის ტრასის პირველი მონაკვეთი იქნება ოთხზოლიანი, 26 მიწისქვეშა გადასასვლელით.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0