https://sputnik-georgia.com/20230222/dasavlet-saqartvelosi-msenebare-xidi-caingra-275131406.html
დასავლეთ საქართველოში მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა - მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ
დასავლეთ საქართველოში მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა - მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ
Sputnik საქართველო
ხიდი მდინარე რიონის ადიდების და ნაპირიდან გადმოსვლის გამო დაზიანდა. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T14:13+0400
2023-02-22T14:13+0400
2023-02-22T19:50+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275126557_0:192:2049:1344_1920x0_80_0_0_da40f3ccee57fcb7b3b094de46c5f744.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სპეციალისტებმა სამტრედია–გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზების შესწავლა დაიწყეს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ხიდის ნაწილი გუშინ მდინარე რიონის ადიდების გამო დაზიანდა. კერძოდ, დაზიანებულია მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე მდინარე რიონის წყლის დონე ისევ მაღალია, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზა გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).სამუშაოები 73 მილიონი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275126557_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_8df4746b307e47fb6e7d54d81789977d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
დასავლეთ საქართველოში მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა - მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ
14:13 22.02.2023 (განახლებულია: 19:50 22.02.2023) ხიდი მდინარე რიონის ადიდების და ნაპირიდან გადმოსვლის გამო დაზიანდა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სპეციალისტებმა სამტრედია–გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზების შესწავლა დაიწყეს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხიდის ნაწილი გუშინ მდინარე რიონის ადიდების გამო დაზიანდა. კერძოდ, დაზიანებულია მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე მდინარე რიონის წყლის დონე ისევ მაღალია, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზა გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).
სამუშაოები 73 მილიონი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.