თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

© photo: Sputnik / Stringerმეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე
მეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება, აღნიშნეს დეპარტამენტში
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ ვერტყვიჭალასთან (161-ე კმ მონაკვეთი) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო საავტომობილო გზა ჩაკეტილია. ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0