https://sputnik-georgia.com/20230320/ramdeni-adamiani-miirebs-a-kategoriis-taqsis-uvado-licenzias-1-apriidan-275953967.html
რამდენი ადამიანი მიიღებს А კატეგორიის ტაქსის უვადო ლიცენზიას 1 აპრილიდან
რამდენი ადამიანი მიიღებს А კატეგორიის ტაქსის უვადო ლიცენზიას 1 აპრილიდან
Sputnik საქართველო
უვადო ლიცენზია დღეში 0,27 ლარი დაჯდება (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი) 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T23:00+0400
2023-03-20T23:00+0400
2023-03-21T00:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/17/246691747_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_62a0ad952a28f69a566a546db3711ad9.jpg
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, 1 აპრილიდან სისტემაში А კატეგორიის ტაქსის 35 ათასი ნებართვა აიტვირთება და 35 ათას ფიზიკურ პირს გადაეცემა, განუცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს.ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა. 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები იქნება ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.მისი თქმით, 1 აპრილიდან ამოქმედდება ასევე მითითებული საიტის განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული რეჟიმით.რაც შეეხება ნებართვების ფასს, ვიცე-მერის თქმით, მას ბაზარი დაარეგულირებს.ტაქსის А კატეგორიის მძღოლებისთვის ლიცენზიის გაცემა შეწყდა >>როგორც ხმალაძემ განმარტა, ვებ-გვერდზე არის ველი, სადაც ნებართვები გასაყიდად განთავსდება. გაყიდვის მსურველმა ამ ველში უნდა შეიყვანოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ტაქსის ნებართვის შეძენა სურს, გაყიდვების შესახებ ინფორმაციას ამ ველზე იპოვის.ახალი წესების თანახმად, А კატეგორიის ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობას შეძლებს.დღემდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში- 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.რაც შეეხება В კატეგორიის ტაქსის ნებართვებს, ვიცე-მერის სიტყვებით, მათი რაოდენობა დღეისათვის 9 ათასს შეადგენს.ტაქსის რეფორმათბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსისტებს ლიცენზიის აღება და ტექინსპექტირების გავლა მოსთხოვეს. მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ტაქსები ორ კატეგორიად (А და В) დაიყო.А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.„არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეს" - კალაძემ ტაქსის მძღოლებს მიმართა >>В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/17/246691747_379:0:3000:1966_1920x0_80_0_0_9d0c77f24dced485ae5cb4878e087ae2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, თბილისის მერია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, თბილისის მერია, საზოგადოება
რამდენი ადამიანი მიიღებს А კატეგორიის ტაქსის უვადო ლიცენზიას 1 აპრილიდან
23:00 20.03.2023 (განახლებულია: 00:12 21.03.2023) უვადო ლიცენზია დღეში 0,27 ლარი დაჯდება (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი)
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, 1 აპრილიდან სისტემაში А კატეგორიის ტაქსის 35 ათასი ნებართვა აიტვირთება და 35 ათას ფიზიკურ პირს გადაეცემა, განუცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა. 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები იქნება ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
„უკანასკნელ დღეებში დაახლოებით სამი-ოთხი ათასით მოიმატა მსურველთა რაოდენობამ... მნიშვნელოვანია, რომ პირველად თბილისში შეიქმნა ტაქსის ნებართვის ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოემსახურება ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით“, - აღნიშნა ხმალაძემ.
მისი თქმით, 1 აპრილიდან ამოქმედდება ასევე მითითებული საიტის განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული რეჟიმით.
რაც შეეხება ნებართვების ფასს, ვიცე-მერის თქმით, მას ბაზარი დაარეგულირებს.
როგორც ხმალაძემ განმარტა, ვებ-გვერდზე არის ველი, სადაც ნებართვები გასაყიდად განთავსდება. გაყიდვის მსურველმა ამ ველში უნდა შეიყვანოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ტაქსის ნებართვის შეძენა სურს, გაყიდვების შესახებ ინფორმაციას ამ ველზე იპოვის.
ახალი წესების თანახმად, А კატეგორიის ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობას შეძლებს.
დღემდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში- 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.
რაც შეეხება В კატეგორიის ტაქსის ნებართვებს, ვიცე-მერის სიტყვებით, მათი რაოდენობა დღეისათვის 9 ათასს შეადგენს.
თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსისტებს ლიცენზიის აღება და ტექინსპექტირების გავლა მოსთხოვეს. მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ტაქსები ორ კატეგორიად (А და В) დაიყო.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.