https://sputnik-georgia.com/20230320/taqsis-a-kategoriis-mzrolebistvis-licenziis-gacema-sewyda-275922932.html
ტაქსის А კატეგორიის მძღოლებისთვის ლიცენზიის გაცემა შეწყდა
ტაქსის А კატეგორიის მძღოლებისთვის ლიცენზიის გაცემა შეწყდა
Sputnik საქართველო
ტაქსის А კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ მისი გაყიდვა ან გაქირავება. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T12:52+0400
2023-03-20T12:52+0400
2023-03-20T17:21+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c3f36c34c47e86964cd5d35d1117f1b1.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ დღეიდან, 20 მარტიდან ძველი სისტემით ტაქსის А კატეგორიის ლიცენზიის გაცემა შეწყვიტა. მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მერია მხოლოდ ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 1 აპრილიდან ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის მიხედვით ნებართვის მფლობელებს თავად შეუძლიათ მისი გაყიდვა, ყიდვა, გაქირავება. თბილისის მერია კი ნებართვებს აღარ გასცემს. მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელი შეძლებს აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს. უფრო ადრე კალაძემ ტაქსის მძღოლებს მოუწოდა, 20 მარტამდე აეღოთ ტაქსის А კატეგორიის ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებდნენ უვადო ნებართვის მიღებას. А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი. „არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეს" - კალაძემ ტაქსის მძღოლებს მიმართა>>В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ. რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.2023 წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, თბილისში გაცემულია А კატეგორიის 19.348 ნებართვა და В კატეგორიის 7.798 ნებართვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a3a1c98fd8a1b06fd75652119cd5195.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტაქსის А კატეგორიის მძღოლებისთვის ლიცენზიის გაცემა შეწყდა
12:52 20.03.2023 (განახლებულია: 17:21 20.03.2023) ტაქსის А კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ მისი გაყიდვა ან გაქირავება.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ დღეიდან, 20 მარტიდან ძველი სისტემით ტაქსის А კატეგორიის ლიცენზიის გაცემა შეწყვიტა.
მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მერია მხოლოდ ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 1 აპრილიდან ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის მიხედვით ნებართვის მფლობელებს თავად შეუძლიათ მისი გაყიდვა, ყიდვა, გაქირავება. თბილისის მერია კი ნებართვებს აღარ გასცემს.
მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელი შეძლებს აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს.
უფრო ადრე კალაძემ ტაქსის მძღოლებს მოუწოდა, 20 მარტამდე აეღოთ ტაქსის А კატეგორიის ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებდნენ უვადო ნებართვის მიღებას.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.
2023 წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, თბილისში გაცემულია А კატეგორიის 19.348 ნებართვა და В კატეგორიის 7.798 ნებართვა.