https://sputnik-georgia.com/20230320/dreidan-daviwyebt-komunikacias-ganatlebis-dargsi-cartul-yvela-adamiantan-275939618.html
ამილახვარი: დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან
ამილახვარი: დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან
Sputnik საქართველო
გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T15:22+0400
2023-03-20T15:22+0400
2023-03-20T20:05+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
გიორგი ამილახვარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275937917_0:71:2048:1223_1920x0_80_0_0_44eb3ba2f1a9a93d5c1cf59c4775554c.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან და მივიღებთ გადაწყვეტილებებს პრობლემებზე საპასუხოდ, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განათლების ახალ მინისტრად წარადგინა. ამილახვარმა ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვლა, რომელიც განათლების უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. განათლების ახალმა მინისტრმა მმართველ გუნდს და პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ დაიწყება აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ლექტორებთან და მეცნიერებთან. „მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა პრობლემაზე საპასუხოდ", – აღნიშნა მან. როგორც ახალმა მინისტრმა განაცხადა, შეიქმნება ღირსეული პირობები მასწავლებლებისთვის, წამატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს შესთავაზებენ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს, ასევე უწყება მხარს დაუჭერს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას ევროპულ, დასავლურ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად. საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ჰყავს>>მისი განცხადებით, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად. „უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის", – აღნიშნა ამილახვარმა. გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ის დეპუტატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. მანამდე, 2018-2019 წლებში მას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275937917_0:0:2009:1507_1920x0_80_0_0_a8af7ed998791479313aac4935b4edae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, გიორგი ამილახვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, გიორგი ამილახვარი
ამილახვარი: დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან
15:22 20.03.2023 (განახლებულია: 20:05 20.03.2023) გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან და მივიღებთ გადაწყვეტილებებს პრობლემებზე საპასუხოდ, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განათლების ახალ მინისტრად წარადგინა. ამილახვარმა ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვლა, რომელიც განათლების უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
განათლების ახალმა მინისტრმა მმართველ გუნდს და პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა", – განაცხადა ამილახვარმა.
მისი განცხადებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ დაიწყება აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ლექტორებთან და მეცნიერებთან.
„მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა პრობლემაზე საპასუხოდ", – აღნიშნა მან.
როგორც ახალმა მინისტრმა განაცხადა, შეიქმნება ღირსეული პირობები მასწავლებლებისთვის, წამატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს შესთავაზებენ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს, ასევე უწყება მხარს დაუჭერს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას ევროპულ, დასავლურ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად.
მისი განცხადებით, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად.
„უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის", – აღნიშნა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ის დეპუტატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. მანამდე, 2018-2019 წლებში მას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.