19 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / JVAstudioორიგინალური „საწოლი“ მცენარეებისგან
ორიგინალური „საწოლი“ მცენარეებისგან - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2023
გამოწერა
გაეცანით 19 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-20 მარტი
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
მნიშვნელოვანი წლების: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
19 მარტს დაბადებულები
19 მარტს დაბადებულები ემოციური, განვითარებული ინტუიციის მქონე, პატივმოყვარე, ნიჭიერი და დელიკატური ადამიანები არიან. აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი და ამიტომ თავის გამოჩენა ლიტერატურასა და მუსიკაში შეუძლიათ.
მათ იტაცებს ყოველივე იდუმალი, ამიტომ ხშირად ინტერესდებიან მისტიციზმით, ოკულტიზმით. დიდად იტაცებთ მოგზაურობა, რომლის დროსაც სულიერ მხარეს ავსებენ ემოციებით, შთაბეჭდილებებით, ახალი აღმოჩენებით. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია გარემოებების შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიწყენენ და შეიძლება დეპრესიაც განუვითარდეთ. მათი ოჯახური ცხოვრება მშვიდი და ბედნიერია, მათ სახლში სიმყუდროვე და კომფორტია.
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>
19 მარტს დაბადებულები მიზანსწრაფული ადამიანები არიან; მიზნისკენ სვლის დროს პირად მომხიბლაობას იყენებენ. ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, უყვართ სიზუსტე, ხოლო მეორე მხრივ – ღრუბლებში დაცურავენ; მაგრამ იციან, რომ ოცნებების ასრულების უნარი შესწევთ. ამ დღეს დაბადებულებმა იციან, რომ ვერაფერი აიძულებს შეცდომების დაშვებას, გარდა მოულოდნელობებისა, მაგრამ, თავდაჯერებულობის წყალობით, ყოველთვის გამარჯვებისთვის არიან განწყობილი.
19 მარტს დაბადებულების უმეტესობა პრაგმატული ადამიანია მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ თავში ბავშვურ ოცნებებსა და ბრძნულ გამოცდილებას უთავსებენ ერთმანეთს. ხანდახან მათ მიამიტ იდეალისტებს უწოდებენ და ასეთადაც ჩანან, მაგრამ პრაქტიკაში სიძლიერითა და რეალიზმით გამოირჩევიან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
ისინი დაჟინებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ, არიან უდრეკი ადამიანები, სწამთ საკუთარი პრინციპების. ხანდახან თავი რეფორმატორი ჰგონიათ, რომლებსაც ადამიანებისთვის სამართლიანობა მოაქვთ, მაგრამ აქ წინ არაობიექტურობა ეღობებათ, რაც ყველაფრის სწორად აღქმას უშლის ხელს, ამ დროს ისინი დაგეგმილი გზიდან უხვევენ და არასწორ გზას ადგებიან.
19 მარტს დაბადებულები საკუთარ შესაძლებლობებს ხშირად ზედმეტად აფასებენ. მათ არ ჰყოფნით გონივრული სიფრთხილე, ყურადღება. ისინი ეფექტურად მუშაობენ ინდივიდუალურად და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოვაციები და ჯილდოები არ სურთ – პირიქით, ესაჭიროებათ კიდეც. ისინი ფუტკარივით მშრომელები არიან, საქმიანობის სფეროს მნიშვნელობა არა აქვს. სამუშაო მათთვის ცხოვრების სტილია, დასვენების დღეებშიც კი რაიმე საქმეს პოულობენ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>
19 მარტს დაბადებულებმა პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ერთი ასპექტი უნდა გაითვალისწინონ – რეალიზმი, არ უნდა დაამახინჯონ სიმართლე ისე, რომ საკუთარ თავზე მოირგონ. ასევე დიდი ძალისხმევა სჭირდებათ თავიანთი ეგოიზმის შესაკავებლად. სასურველია, შუალედური პოზიცია დაიკავონ და თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით ასე მიაღწიონ წარმატებას.
ჯანმრთელობა
19 მარტს დაბადებულები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილი, ამიტომ მის ნებისმიერ გამოვლინებას უნდა ერიდონ – უძილობას, თავის ტკივილს. აქვთ კულინარიული ნიჭი, მაგრამ სასარგებლო საკვების დამზადება მაინცდამაინც არ იტაცებთ, ამიტომ ძალები დიეტური საკვების მომზადების უნდა მიმართონ. ისინი, როგორც წესი, ინტელექტუალური საქმიანობით არიან დაკავებული, ამიტომ არ აწყენთ ფიზიკური დატვირთვები.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რჩევა:
რჩევა: შეისწავლეთ საკუთარი თავი. არ მოერიდოთ ახლობლებთან ურთიერთობას. ხანდახან სჯობს, ენერგია დაიოკოთ. გახდით უფრო მოკრძალებული და მოთოკეთ საკუთარი ეგოიზმი.
ყველა ახალი ამბავი
0