https://sputnik-georgia.com/20230317/jurnalistze-tavdasxma-dakavebulia-alt-infos-ert-erti-lideri-275876667.html
ჟურნალისტზე თავდასხმა: დაკავებულია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ჟურნალისტზე თავდასხმა: დაკავებულია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი
Sputnik საქართველო
პირველადი ინფორმაციით, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ჟურნალისტს ტელეფონი გაუტეხა და დაარტყა მას. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T19:18+0400
2023-03-17T19:18+0400
2023-03-17T22:23+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24260/96/242609615_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_37ec80c626411814a360b58148ce1456.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ჟურნალისტის ნატო გოგელიას თქმით, მას თავს დაესხა „ალტ-ინფოს“ გურიის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა ანდღულაძე, როდესაც გოგელია ცდილობდა გადაეღო, როგორ ხსნის ის ევროკავშირის დროშას სოფელ ბახვის ადმინისტრაციის შენობიდან.ინციდენტი 15 მარტს მოხდა. ერთი დღით ადრე რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა>>შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. დაჯარიმდა ხუთი ადამიანი.გამოძიებამ ბახვის ინციდენტთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ჟურნალისტი მუშაობდა, როდესაც ბრალდებულმა მას დაარტყა, წაართვა მობილური ტელეფონი და დააზიანა ის.პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო>>„აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24260/96/242609615_111:0:1866:1316_1920x0_80_0_0_5db1d275fa04f66ff42edf2f260e97c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, გურია
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, გურია
ჟურნალისტზე თავდასხმა: დაკავებულია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი
19:18 17.03.2023 (განახლებულია: 22:23 17.03.2023) პირველადი ინფორმაციით, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ჟურნალისტს ტელეფონი გაუტეხა და დაარტყა მას.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ჟურნალისტის ნატო გოგელიას თქმით, მას თავს დაესხა „ალტ-ინფოს“ გურიის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა ანდღულაძე, როდესაც გოგელია ცდილობდა გადაეღო, როგორ ხსნის ის ევროკავშირის დროშას სოფელ ბახვის ადმინისტრაციის შენობიდან.
ინციდენტი 15 მარტს მოხდა. ერთი დღით ადრე რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. დაჯარიმდა ხუთი ადამიანი.
გამოძიებამ ბახვის ინციდენტთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ჟურნალისტი მუშაობდა, როდესაც ბრალდებულმა მას დაარტყა, წაართვა მობილური ტელეფონი და დააზიანა ის.
„აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით.