https://sputnik-georgia.com/20230315/tv-pirvelis-gadamreb-jgufze-tavdasxmis-faqtze-sisxlis-samartlis-saqme-arizra-275826636.html
„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
Sputnik საქართველო
წინასწარი ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ჟურნალისტის ტელეფონი დაამტვრია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T22:44+0400
2023-03-15T22:44+0400
2023-03-16T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980107_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ec37dfe646e34c13f0bbc0ab30fbb232.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.სამსახურის მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას“. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე.პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო >>წინასწარი მონაცემებით, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ადგილობრივი ლიდერი თავს დაესხა გოგელიას, როდესაც ის ცდილობდა გადაეღო, როგორ ხსნიდა ის ევროკავშირის დროშას სოფელ ბახვში ადმინისტრაციის შენობიდან. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მან ჟურნალისტს ტელეფონი გაუტეხა და დაარტყა.გუშინ რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980107_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_f7d9d0f2905622fd996b62f8daaba68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
22:44 15.03.2023 (განახლებულია: 14:00 16.03.2023) წინასწარი ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ჟურნალისტის ტელეფონი დაამტვრია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახურის მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას“. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს", – წერია უწყების განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ ადგილობრივი ლიდერი თავს დაესხა გოგელიას, როდესაც ის ცდილობდა გადაეღო, როგორ ხსნიდა ის ევროკავშირის დროშას სოფელ ბახვში ადმინისტრაციის შენობიდან. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მან ჟურნალისტს ტელეფონი გაუტეხა და დაარტყა.
გუშინ რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.