პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
ევროკავშირის დროშის დაწვამდე, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო დროშა უნდა ფრიალებდეს
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროპული კავშირის ოფიციალური სიმბოლო ჩამოხსნეს, გათელეს და დაწვეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
„სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
ყველა ახალი ამბავი
0