https://sputnik-georgia.com/20230316/momxmareblebis-uflebebis-sesazlo-darrvevebis-faqtebis-seswavla-275828755.html
კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის ათობით ფაქტს სწავლობს
კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის ათობით ფაქტს სწავლობს
Sputnik საქართველო
საქართველოში 2022 წელს მიიღეს ახალი კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ". 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T10:31+0400
2023-03-16T10:31+0400
2023-03-16T14:36+0400
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_0:179:3007:1870_1920x0_80_0_0_d54e51acc0827288191c3ea356898dc9.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 180 საჩივარი მიიღო, საიდანაც ნახევარზე მეტს უწყება უკვე სწავლობს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ. საქართველოში ოთხშაბათს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. სააგენტო აქტიურად აკვირდება კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, განაცხადა ლექვინაძემ და აღნიშნა, რომ სამ შემთხვევასთან დაკავშირებით საკითხები სრულად ამოწურულია. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს, იცოდეს, რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას თავი და ვის მიმართოს საჭიროების შემთხვევაში", – აღნიშნა მან. ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი, რომლის აღმასრულებელ ორგანოდ კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა, 2022 წელს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ-ვაჭრობის სექტორში დარღვევები დაადასტურა>> „კანონმდებლობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ასევე ბიზნეს-ინტერესებს", – განაცხადა ლექვინაძემ.მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ორგანიზატორი კონკურენციის სააგენტოსთან ერთად არიან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და სურსათის ეროვნული სააგენტო. შეხვედრის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა განიხილეს მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და შესრულების მექანიზმები. რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში>>საქართველოში მომხმარებლების უფლებებს იცავენ სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოები თავიანთ სექტორებში: საბანკო-საფინანსო სექტორში – ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში – GNERC, კავშირგაბმულობის სექტორში – კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში – დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ყველა დანარჩენ დარგში მომხმარებლების უფლებებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო იცავს. ღონისძიება 17 მარტს ბათუმში დასრულდება, სადაც მარეგულირებელი ორგანოები ადგილობრივ ბიზნეს-სექტორსა და მომხმარებლებს შეხვდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_d74e20ec65ecf58b8e3dc9e0a66a009d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის ათობით ფაქტს სწავლობს
10:31 16.03.2023 (განახლებულია: 14:36 16.03.2023) საქართველოში 2022 წელს მიიღეს ახალი კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ".
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 180 საჩივარი მიიღო, საიდანაც ნახევარზე მეტს უწყება უკვე სწავლობს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოში ოთხშაბათს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიხსნა.
„ამ დროის მონაკვეთში მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ", – განაცხადა ლექვინაძემ.
სააგენტო აქტიურად აკვირდება კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, განაცხადა ლექვინაძემ და აღნიშნა, რომ სამ შემთხვევასთან დაკავშირებით საკითხები სრულად ამოწურულია.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს, იცოდეს, რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას თავი და ვის მიმართოს საჭიროების შემთხვევაში", – აღნიშნა მან.
ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი, რომლის აღმასრულებელ ორგანოდ კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა, 2022 წელს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.
„კანონმდებლობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ასევე ბიზნეს-ინტერესებს", – განაცხადა ლექვინაძემ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ორგანიზატორი კონკურენციის სააგენტოსთან ერთად არიან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და სურსათის ეროვნული სააგენტო.
შეხვედრის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა განიხილეს მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და შესრულების მექანიზმები.
საქართველოში მომხმარებლების უფლებებს იცავენ სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოები თავიანთ სექტორებში: საბანკო-საფინანსო სექტორში – ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში – GNERC, კავშირგაბმულობის სექტორში – კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში – დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ყველა დანარჩენ დარგში მომხმარებლების უფლებებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო იცავს.
ღონისძიება 17 მარტს ბათუმში დასრულდება, სადაც მარეგულირებელი ორგანოები ადგილობრივ ბიზნეს-სექტორსა და მომხმარებლებს შეხვდებიან.