https://sputnik-georgia.com/20230209/-rogoraa-daculi-momxmarebelta-uplebebi-konkurenciis-saagentos-angarishi-274706778.html
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში
Sputnik საქართველო
ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T09:51+0400
2023-02-09T09:51+0400
2023-02-09T17:08+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_fd8541662ce3dca9f2194bad73e08555.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ 122 საჩივარი მიიღო, საიდანაც 70 მათგანზე საქმის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.სააგენტოს ცნობით, საჩივრების 82% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 18% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 95%-ით თბილისი ლიდერობს.ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი დარღვევა.უწყების ცნობით, საჩივრების მესამედი თანხის უკან დაბრუნებას ეხება, 27% – დაზიანებული ნივთის შეკეთებას ან დაბრუნებას, ხოლო 7% – ნივთის უპირობოდ დაბრუნებას.კონკურენციის სააგენტო: საწვავის ბაზრის კვლევა დასკვნით ეტაპზეა>>>როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვას შეეხება მთლიანი საჩივრების 17%. გარდა ამისა, განცხადებების დიდი ნაწილი ეხება საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორს, 17% – ტრანსპორტსა და დასაწყობებას, ინფორმაციასა და კომუნიკაციას – 2%.სამი თვის განმავლობაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_51dc4c1da0fce66d6945043157a9a16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში
09:51 09.02.2023 (განახლებულია: 17:08 09.02.2023) ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ 122 საჩივარი მიიღო, საიდანაც 70 მათგანზე საქმის შესწავლა დაიწყო,
ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
სააგენტოს ცნობით, საჩივრების 82% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 18% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 95%-ით თბილისი ლიდერობს.
ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი დარღვევა.
უწყების ცნობით, საჩივრების მესამედი თანხის უკან დაბრუნებას ეხება, 27% – დაზიანებული ნივთის შეკეთებას ან დაბრუნებას, ხოლო 7% – ნივთის უპირობოდ დაბრუნებას.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვას შეეხება მთლიანი საჩივრების 17%. გარდა ამისა, განცხადებების დიდი ნაწილი ეხება საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორს, 17% – ტრანსპორტსა და დასაწყობებას, ინფორმაციასა და კომუნიკაციას – 2%.
სამი თვის განმავლობაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.