https://sputnik-georgia.com/20230130/konkurenciis-saagento-sawvavis-bazris-kvleva-daskvnit-etapzea-274396151.html
კონკურენციის სააგენტო: საწვავის ბაზრის კვლევა დასკვნით ეტაპზეა
კონკურენციის სააგენტო: საწვავის ბაზრის კვლევა დასკვნით ეტაპზეა
Sputnik საქართველო
როდესაც საქართველოში უფრო იაფი იმპორტის შემოტანა დაიწყო, ეს საცალო ბაზარზე ოპტიმალურ ვადაში არ ასახულა, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T20:53+0400
2023-01-30T20:53+0400
2023-01-30T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344320_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_d76e0301786847a2cf1fc14b14c523c7.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოში საწვავის ბაზრის კვლევა დასკვნით ეტაპზეა, პირველადი შედეგები შესაძლოა 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდეს, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორის საქმიანობის შესწავლა ბაზრის 2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შემდეგ დაიწყო. მისი შედეგების მიხედვით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ღირებულება მაღალი რჩებოდა.მისი თქმით, რამდენიმე კომპანიას შეეძლო ბაზარზე იაფი საწვავის შემოტანა, მაგრამ ეს არ მოხდა.„მეორე მხრივ, ევროპიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ საბაჟო საწყობებიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა მარტი–აპრილის თვეებში დაახლოებით 75 თეთრით იაფად საწვავის მიყიდვა, ვიდრე შედიოდა საკუთარ ქსელში, ივნისი–ივლისში ეს იყო დაახლოებით 95-თეთრიანი მაჩვენებელი“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.სწორედ ეს ორი ფაქტორი საფუძვლად დაედო იმას, რომ მონიტორინგის პროცესიდან სააგენტო გადასულიყო მოკვლევის პროცესზე.როდემდე გაგრძელდება საქართველოში ბენზინზე ფასის კლება? >>საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები 2022 წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344320_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_30ba4425856ab3265739d284c1d3f0b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის სააგენტო: საწვავის ბაზრის კვლევა დასკვნით ეტაპზეა
20:53 30.01.2023 (განახლებულია: 23:06 30.01.2023) როდესაც საქართველოში უფრო იაფი იმპორტის შემოტანა დაიწყო, ეს საცალო ბაზარზე ოპტიმალურ ვადაში არ ასახულა, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოში საწვავის ბაზრის კვლევა დასკვნით ეტაპზეა, პირველადი შედეგები შესაძლოა 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდეს, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორის საქმიანობის შესწავლა ბაზრის 2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შემდეგ დაიწყო. მისი შედეგების მიხედვით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ღირებულება მაღალი რჩებოდა.
„გაიაფებული იმპორტის შემოდინება როდესაც დაიწყო საქართველოში, ეს სათანადოდ, დროის ოპტიმალურ პერიოდში არ აისახა საცალო ბაზარზე. ეს შეეხებოდა რუსეთიდან საწვავის იმპორტს, რადგან რუსეთი იყო ერთ-ერთი იაფი წყარო“, – განაცხადა ლექვინაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, რამდენიმე კომპანიას შეეძლო ბაზარზე იაფი საწვავის შემოტანა, მაგრამ ეს არ მოხდა.
„მეორე მხრივ, ევროპიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ საბაჟო საწყობებიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა მარტი–აპრილის თვეებში დაახლოებით 75 თეთრით იაფად საწვავის მიყიდვა, ვიდრე შედიოდა საკუთარ ქსელში, ივნისი–ივლისში ეს იყო დაახლოებით 95-თეთრიანი მაჩვენებელი“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
სწორედ ეს ორი ფაქტორი საფუძვლად დაედო იმას, რომ მონიტორინგის პროცესიდან სააგენტო გადასულიყო მოკვლევის პროცესზე.
„მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, რამდენად კეთილსინდისიერი იყო 2022 წლის 7 თვეში საწვავის რეალიზატორი კომპანიების ქმედება და ხომ არ უკავშირდებოდა ის რაიმე არასაბაზრო ძალების შედეგად ფორმირებულ ფასს“, – აღნიშნა ლექვინაძემ.
საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები 2022 წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,69-2,82 ლ, პრემიუმი – 2,89-3,09 ლარი, სუპერი – 3,58-3,59 ლ, ევრო დიზელი – 3,74-3,87 ლ, დიზელი – 3,40-3,84 ლ.