https://sputnik-georgia.com/20220929/rodemde-gagrzeldeba-benzinze-pasis-kleba-270873572.html
როდემდე გაგრძელდება საქართველოში ბენზინზე ფასის კლება?
როდემდე გაგრძელდება საქართველოში ბენზინზე ფასის კლება?
Sputnik საქართველო
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T16:41+0400
2022-09-29T16:41+0400
2022-09-29T22:00+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/03/270051724_0:119:3218:1929_1920x0_80_0_0_6bcaf7fe8689aa3c9ac2d2599ba283e0.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საავტომობილო საწვავის ღირებულება სექტემბრის ბოლოს, ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე, საგრძნობლად შემცირდა და ტენდენცია მომავალ თვეშიც გაგრძელდება, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.მისი თქმით, მსხვილ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე პოპულარული საწვავის - 1 ლიტრი რეგულარის ფასი 3,15-3,40 ლარის ფარგლებში მერყეობს, მცირე სადგურებზე კი 2,88-3,00 ლარია, რაც საკმაო სხვაობაა და მძღოლს არჩევანის საშუალებას აძლევს.სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საწვავის 40% რუსეთიდან შემოდიოდა, დაახლოებით 30% – რუმინეთიდან. გარდა ამისა, საწვავი ქვეყანას მოეწოდება ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და მცირე ნაწილი თურქმენეთიდან. რეგიონში არსებული რისკების გათვალისწინებით, ექსპერტების აზრით, ახლა მთავარია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.„ინფლაცია, რომელიც წლის დასაწყისში იყო ძალიან მაღალი – 13%-ზე მეტი, მომავალში დაიწყებს კლებას და 2023 წლის მეორე კვარტალში მიაღწევს საპროგნოზო დონეს, რაც შეადგენს 3%-ს“, – განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.აგვისტოში საგრძნობლად შემცირდა წლიურ ინფლაციაში ბენზინის წილი, რაც აისახა სხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების კლებაში. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გარე და შიდა ფაქტორები სხვა საქონელზე ფასების დაწევას გამოიწვევს.საწვავის ბაზრის მონიტორინგი - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში>>>კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. სააგენტომ უნდა გასცეს პასუხი კითხვას – საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება, ვალუტის კურსის გამყარება და საწვავის იმპორტის გაიაფება რატომ არ აისახა ადგილობრივ ბაზარზე აგვისტომდე.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 3,19-3,38 ლ, პრემიუმი – 3,59-3,67 ლარი, სუპერი – 3,89-4,15 ლ, ევრო დიზელი – 4,07-4,29 ლ, დიზელი – 3,75-4,07 ლ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/03/270051724_244:0:2975:2048_1920x0_80_0_0_eaa830bfabf98d2ee11ef68f4219892d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
როდემდე გაგრძელდება საქართველოში ბენზინზე ფასის კლება?
16:41 29.09.2022 (განახლებულია: 22:00 29.09.2022) საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საავტომობილო საწვავის ღირებულება სექტემბრის ბოლოს, ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე, საგრძნობლად შემცირდა და ტენდენცია მომავალ თვეშიც გაგრძელდება, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
„როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე კომპანიების სეგმენტში ყველა სახის საწვავზე ფასების შემცირების მაჩვენებელი დაახლოებით 40-50 თეთრია“, – განაცხადა ლექვინაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, მსხვილ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე პოპულარული საწვავის - 1 ლიტრი რეგულარის ფასი 3,15-3,40 ლარის ფარგლებში მერყეობს, მცირე სადგურებზე კი 2,88-3,00 ლარია, რაც საკმაო სხვაობაა და მძღოლს არჩევანის საშუალებას აძლევს.
სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საწვავის 40% რუსეთიდან შემოდიოდა, დაახლოებით 30% – რუმინეთიდან. გარდა ამისა, საწვავი ქვეყანას მოეწოდება ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და მცირე ნაწილი თურქმენეთიდან. რეგიონში არსებული რისკების გათვალისწინებით, ექსპერტების აზრით, ახლა მთავარია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.
„ინფლაცია, რომელიც წლის დასაწყისში იყო ძალიან მაღალი – 13%-ზე მეტი, მომავალში დაიწყებს კლებას და 2023 წლის მეორე კვარტალში მიაღწევს საპროგნოზო დონეს, რაც შეადგენს 3%-ს“, – განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
აგვისტოში საგრძნობლად შემცირდა წლიურ ინფლაციაში ბენზინის წილი, რაც აისახა სხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების კლებაში. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გარე და შიდა ფაქტორები სხვა საქონელზე ფასების დაწევას გამოიწვევს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. სააგენტომ უნდა გასცეს პასუხი კითხვას – საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება, ვალუტის კურსის გამყარება და საწვავის იმპორტის გაიაფება რატომ არ აისახა ადგილობრივ ბაზარზე აგვისტომდე.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 3,19-3,38 ლ, პრემიუმი – 3,59-3,67 ლარი, სუპერი – 3,89-4,15 ლ, ევრო დიზელი – 4,07-4,29 ლ, დიზელი – 3,75-4,07 ლ.