https://sputnik-georgia.com/20230213/konkurenciis-saagentom-onlain-vachrobis-seqtorshi-dargvevebi-daadastura-274819404.html
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ-ვაჭრობის სექტორში დარღვევები დაადასტურა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ-ვაჭრობის სექტორში დარღვევები დაადასტურა
Sputnik საქართველო
კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო. 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T15:46+0400
2023-02-13T15:46+0400
2023-02-13T20:10+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:112:1600:1012_1920x0_80_0_0_4b30bdebf3ebdc7bf0e8ae46ecaa7494.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ-ვაჭრობის სექტორში ორი დარღვევა დაადასტურა და მოვაჭრეებს მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად ერთი თვის ვადა მისცა.უწყების ცნობით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ინტერნეტ-გვერდს Minimalist-ს და სავაჭრო პლატფორმა concept-ს დაევალათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ.„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.წლის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.კონკურენციის სააგენტომ 1 ნოემბრიდან მომხმარებელთა საჩივრების განხილვა დაიწყო>>>ბოლო ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე შესულია მომხმარებლების 125 განაცხადი, მათგან 75 საქმე შესწავლის პროცესშია. დადასტურდა 5 დარღვევის ფაქტი. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 16 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – შეცვალოს საქმიანობის შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:0:1497:1123_1920x0_80_0_0_2297b3f19260c87a8c1a4bd56603a546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ-ვაჭრობის სექტორში დარღვევები დაადასტურა
15:46 13.02.2023 (განახლებულია: 20:10 13.02.2023) კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ-ვაჭრობის სექტორში ორი დარღვევა დაადასტურა და მოვაჭრეებს მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად ერთი თვის ვადა მისცა.
უწყების ცნობით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად ინტერნეტ-გვერდს Minimalist-ს და სავაჭრო პლატფორმა concept-ს დაევალათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ.
„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით“, –
აღნიშნულია განცხადებაში.
წლის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ბოლო ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე შესულია მომხმარებლების 125 განაცხადი, მათგან 75 საქმე შესწავლის პროცესშია. დადასტურდა 5 დარღვევის ფაქტი. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 16 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – შეცვალოს საქმიანობის შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო.