https://sputnik-georgia.com/20230316/16-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275765043.html
16 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
16 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 16 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T00:15+0400
2023-03-16T00:15+0400
2023-03-16T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/90/244689090_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_70a792f6323a2c51e67f0120eb9cb96c.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.11-20 მარტი11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი16 მარტს დაბადებულები16 მარტს ფიზიკურად ძლიერი ადამიანები იბადებიან, აქვთ შესანიშნავი ჯანმრთელობა. ისინი საზრიანი, აზარტული ადამიანები არიან, თუმცა ზედმეტმა აზარტმა შეიძლება არასასურველი საქციელი ჩაადენინოს, რაც მათზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. თუ დადებით იმპულსებს, ღირსეულ გზას გაჰყვებიან, მოიპოვებენ ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მათი ოჯახური ცხოვრება ჰარმონიულია. ბედნიერებას ნებისმიერ საქმეში პოულობენ.ამ დღეს დაბადებულებს ახასიათებს წარმოსახვისა და რეალიზმის, მიწიერი ორომტრიალისა და შემოქმედებითი შთაგონების ჰარმონიულად შერწყმა; ამიტომ შეუძლიათ ხასიათის თვისებების გაწონასწორება. წარმატებაში ამ უკიდურესობებს შორის მოქცეული გზა დაეხმარებათ. 16 მარტს დაბადებულები მზად არიან დათმობისთვის, კომპრომისებისთვის და ეს თვისება მათ ხშირად ხელს აძლევს. მაგრამ, ამავე დროს, ყურადღებით უნდა იყვნენ – ღირს კი იდეალების ღალატი? და ყოველთვის საჭიროა ეს მყუდრო ადგილის მოსაპოვებლად ამ ქვეყანაზე? უმეტეს შემთხვევაში ხომ ეს უღირს საქციელად ჩაითვლება? 16 მარტს დაბადებულები ასეთ დროს აღიარებენ თავიანთ შეცდომას და ნანობენ.ამ დღეს დაბადებულები ენდობიან მათ, ვინც მათი კეთილგანწყობა დაიმსახურა. შეუძლიათ მიმდინარე ვითარებიდან ყველაზე საუკეთესოს გამორჩევა. ამასთან, გარისკვაც ახასიათებთ ისე, რომ არ აფასებენ საფრთხეს და არანაირი გარანტია არა აქვთ, არ გაურბიან მძლავრი უარყოფითი ენერგიის გავლენას. ასეთი მოვლენები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს და ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყას მათ. ამიტომ ამ დღეს დაბადებულები უნდა ეცადონ, განივითარონ ინტუიციური ჩვევები, იგრძნონ უსიამოვნების მოახლოება და შეიმუშაონ მათი გადალახვის სისტემა.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>ამ დღეს დაბადებულებს მოსწონთ გრძელვადიანი პროექტები და პროგრამები, უყვართ მათი ბოლომდე მიყვანა, თუმცა, თუ ინტერესი დაკარგეს, მათი შუა გზაზე მიტოვებაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, შეუძლიათ შემოქმედებითი არსის აღდგენა. მათ უნდა ისწავლონ თავიანთი პიროვნების ცვალებადი ასპექტების მართვა.16 მარტს დაბადებულები აღიარებენ, რომ წარმატების მისაღწევად თანმიმდევრული ქმედებებია აუცილებელი. მათ უნდა იპოვონ ისეთი საქმიანობა, რომელიც მიიზიდავს მათ სულიერ ძალებს და საშუალებას მისცემს, თავიანთი პიროვნების პრაგმატული თვისებები გამოიყენონ. ფულადი სახსრების პრაქტიკულად გამოყენება ამ დღეს დაბადებულებისთვის დამღლელი და რთული საქმიანობაა. მათთვის ბდნიერებაა ცხოვრებისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა, ოჯახის შექმნა, სამოქალაქო ვალდებულებების შესრულება და მთლიანობაში, პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა. თუ ეს ასპექტები სისტემაში იქნება მოწესრიგებული, იგრძნობენ თავისუფლებას, რომელსაც შემოქმედებითი თვითრეალიზაცია მოჰყვება.ჯანმრთელობა16 მარტს დაბადებულებისთვის სხეულის წრთობა და დიეტა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ პერიოდულად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ზოგადად, გაეცნონ სამედიცინო ლიტერატურას. უნდა შეიმუშაონ სპეციალური დიეტა, რადგან კუჭის დაავადებებისკენ არიან მიდრეკილი. სპორტის სახეობებიდან მათთვის ზედგამოჭრილია აქტიური სახეობები, მაგალითად, ჩოგბურთი. სუფთა ჰაერზე სეირნობა, თუნდაც ველოსიპედით, ალპინიზმიც კი, ან, უბრალოდ ვარჯიში, ყოველგვარ წამალზე მეტად წაადგებათ.ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>რჩევა:ცხოვრებისეული რწმენა პერიოდულად განმტკიცებას საჭიროებს. არ გახდეთ იმაზე უარესი, ვიდრე ხართ. ეძიეთ ახალი ჰორიზონტები, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას. გახსენით საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები, გამოავლინეთ და გააძლიერეთ ისინი.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20220111/zodiaqo-reitingebi-siyvaruli-megobroba-musaoba-263516202.html
https://sputnik-georgia.com/20190308/zodiaqos-mixedviT-ras-fiqroben-garSemomyofebi-da-rogorixarT-sinamdvileSi-244618751.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/90/244689090_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_740d076d2c7e9db7abfb3053c5946478.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
16 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 16 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი
16 მარტს ფიზიკურად ძლიერი ადამიანები იბადებიან, აქვთ შესანიშნავი ჯანმრთელობა. ისინი საზრიანი, აზარტული ადამიანები არიან, თუმცა ზედმეტმა აზარტმა შეიძლება არასასურველი საქციელი ჩაადენინოს, რაც მათზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. თუ დადებით იმპულსებს, ღირსეულ გზას გაჰყვებიან, მოიპოვებენ ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მათი ოჯახური ცხოვრება ჰარმონიულია. ბედნიერებას ნებისმიერ საქმეში პოულობენ.
ამ დღეს დაბადებულებს ახასიათებს წარმოსახვისა და რეალიზმის, მიწიერი ორომტრიალისა და შემოქმედებითი შთაგონების ჰარმონიულად შერწყმა; ამიტომ შეუძლიათ ხასიათის თვისებების გაწონასწორება. წარმატებაში ამ უკიდურესობებს შორის მოქცეული გზა დაეხმარებათ.
16 მარტს დაბადებულები მზად არიან დათმობისთვის, კომპრომისებისთვის და ეს თვისება მათ ხშირად ხელს აძლევს. მაგრამ, ამავე დროს, ყურადღებით უნდა იყვნენ – ღირს კი იდეალების ღალატი? და ყოველთვის საჭიროა ეს მყუდრო ადგილის მოსაპოვებლად ამ ქვეყანაზე? უმეტეს შემთხვევაში ხომ ეს უღირს საქციელად ჩაითვლება? 16 მარტს დაბადებულები ასეთ დროს აღიარებენ თავიანთ შეცდომას და ნანობენ.
ამ დღეს დაბადებულები ენდობიან მათ, ვინც მათი კეთილგანწყობა დაიმსახურა. შეუძლიათ მიმდინარე ვითარებიდან ყველაზე საუკეთესოს გამორჩევა. ამასთან, გარისკვაც ახასიათებთ ისე, რომ არ აფასებენ საფრთხეს და არანაირი გარანტია არა აქვთ, არ გაურბიან მძლავრი უარყოფითი ენერგიის გავლენას. ასეთი მოვლენები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს და ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყას მათ. ამიტომ ამ დღეს დაბადებულები უნდა ეცადონ, განივითარონ ინტუიციური ჩვევები, იგრძნონ უსიამოვნების მოახლოება და შეიმუშაონ მათი გადალახვის სისტემა.
ამ დღეს დაბადებულებს მოსწონთ გრძელვადიანი პროექტები და პროგრამები, უყვართ მათი ბოლომდე მიყვანა, თუმცა, თუ ინტერესი დაკარგეს, მათი შუა გზაზე მიტოვებაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, შეუძლიათ შემოქმედებითი არსის აღდგენა. მათ უნდა ისწავლონ თავიანთი პიროვნების ცვალებადი ასპექტების მართვა.
16 მარტს დაბადებულები აღიარებენ, რომ წარმატების მისაღწევად თანმიმდევრული ქმედებებია აუცილებელი. მათ უნდა იპოვონ ისეთი საქმიანობა, რომელიც მიიზიდავს მათ სულიერ ძალებს და საშუალებას მისცემს, თავიანთი პიროვნების პრაგმატული თვისებები გამოიყენონ. ფულადი სახსრების პრაქტიკულად გამოყენება ამ დღეს დაბადებულებისთვის დამღლელი და რთული საქმიანობაა.
მათთვის ბდნიერებაა ცხოვრებისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა, ოჯახის შექმნა, სამოქალაქო ვალდებულებების შესრულება და მთლიანობაში, პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა. თუ ეს ასპექტები სისტემაში იქნება მოწესრიგებული, იგრძნობენ თავისუფლებას, რომელსაც შემოქმედებითი თვითრეალიზაცია მოჰყვება.
16 მარტს დაბადებულებისთვის სხეულის წრთობა და დიეტა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ პერიოდულად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ზოგადად, გაეცნონ სამედიცინო ლიტერატურას. უნდა შეიმუშაონ სპეციალური დიეტა, რადგან კუჭის დაავადებებისკენ არიან მიდრეკილი. სპორტის სახეობებიდან მათთვის ზედგამოჭრილია აქტიური სახეობები, მაგალითად, ჩოგბურთი. სუფთა ჰაერზე სეირნობა, თუნდაც ველოსიპედით, ალპინიზმიც კი, ან, უბრალოდ ვარჯიში, ყოველგვარ წამალზე მეტად წაადგებათ.
ცხოვრებისეული რწმენა პერიოდულად განმტკიცებას საჭიროებს. არ გახდეთ იმაზე უარესი, ვიდრე ხართ. ეძიეთ ახალი ჰორიზონტები, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას. გახსენით საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები, გამოავლინეთ და გააძლიერეთ ისინი.