https://sputnik-georgia.com/20230315/veneciis-komisiis-daskvna-opoziciis-mtkicebis-sawinaarmdegoa-deputati-275815061.html
ვენეციის კომისიის დასკვნა ოპოზიციის მტკიცებების საწინააღმდეგოა - დეპუტატი
ვენეციის კომისიის დასკვნა ოპოზიციის მტკიცებების საწინააღმდეგოა - დეპუტატი
Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა საკონსტიტუციო სამართალში. 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T16:19+0400
2023-03-15T16:19+0400
2023-03-15T21:34+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265125175_116:276:2490:1611_1920x0_80_0_0_f770e0f9e0dde6e767985f8ee00e4967.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლო რეფორმისა და „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე ფაქტობრივად იმის საწინააღმდეგოა, რასაც ოპოზიცია ამტკიცებდა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" რატი იონათამიშვილმა. ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა შენიშვნებით გუშინ გამოგზავნა. კანონპროექტი ორი მოსმენით არის მიღებული. ასევე მზადაა დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესწორებებთან დაკავშირებით. დეოლიგარქიზაცია და დამოუკიდებელი, სრულყოფილი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ნაწილია, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. უფრო ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე როგორც სასამართლო რეფორმის, ისე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ოლიგარქებთან ბრძოლაში, მაგრამ წინააღმდეგობას ხედავს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ამ საკითხში უფრო სისტემურ მიდგომას ემხრობა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობის გამტკიცებასა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას ეფექტური თანამშრომლობისა და მათ შორის ურთიერთდახმარებისთვის. საქართველო განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დეოლიგარქიზაციის შესახებ>>საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვენეციის კომისიაში მოთხოვნა გაგზავნა, მას შემდეგ, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ურჩიეს, დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე ორი მოსმენით მიღებულ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ქართულ კანონპროექტზე. ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას და არა გადმოკოპირებული უკრაინული კანონი, რომელიც უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული. „ქართული ოცნება" ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს. მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის" ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. სასამართლო რეფორმა ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“: პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს განიხილავს>>ასევე გასათვალისწინებელია რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კომისია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი დებულებების პროექტს დადებითად აფასებს. ამასთან, მისი რეკომენდაციით, ეს პროცესი უნდა შეიკვეცოს და გამარტივდეს, ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადრინდელი და სამომავლო გადაწყვეტილებები. ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265125175_164:0:2752:1941_1920x0_80_0_0_d0030815c25a58ed74c2c458df055025.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო
ვენეციის კომისიის დასკვნა ოპოზიციის მტკიცებების საწინააღმდეგოა - დეპუტატი
16:19 15.03.2023 (განახლებულია: 21:34 15.03.2023) ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა საკონსტიტუციო სამართალში.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლო რეფორმისა და „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე ფაქტობრივად იმის საწინააღმდეგოა, რასაც ოპოზიცია ამტკიცებდა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" რატი იონათამიშვილმა.
ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა შენიშვნებით გუშინ გამოგზავნა. კანონპროექტი ორი მოსმენით არის მიღებული. ასევე მზადაა დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესწორებებთან დაკავშირებით. დეოლიგარქიზაცია და დამოუკიდებელი, სრულყოფილი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ნაწილია, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი იმის საწინააღმდეგოა, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა. მათი შემდგომი ნაბიჯებით ახლა გამოჩნდება, აქვთ იმის ინტერესი, რომ ეს პუნქტები შესრულდეს, თუ რამენაირად საქართველოს ფეხი დაუდონ ევროინტეგრაციის გზაზე", – განაცხადა იონათამიშვილმა.
უფრო ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე როგორც სასამართლო რეფორმის, ისე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ოლიგარქებთან ბრძოლაში, მაგრამ წინააღმდეგობას ხედავს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას შორის.
ამასთანავე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ამ საკითხში უფრო სისტემურ მიდგომას ემხრობა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობის გამტკიცებასა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას ეფექტური თანამშრომლობისა და მათ შორის ურთიერთდახმარებისთვის.
საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვენეციის კომისიაში მოთხოვნა გაგზავნა, მას შემდეგ, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ურჩიეს, დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე ორი მოსმენით მიღებულ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ქართულ კანონპროექტზე.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას და არა გადმოკოპირებული უკრაინული კანონი, რომელიც უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული.
„ქართული ოცნება" ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის" ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.
ასევე გასათვალისწინებელია რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კომისია სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი დებულებების პროექტს დადებითად აფასებს. ამასთან, მისი რეკომენდაციით, ეს პროცესი უნდა შეიკვეცოს და გამარტივდეს, ასევე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადრინდელი და სამომავლო გადაწყვეტილებები.