https://sputnik-georgia.com/20230315/batumsi-dasavebuli-bavsvi-samkurnaloid-turqetsi-gadaiyvanes-275807557.html
ტრაგედია ბათუმში: დაშავებული ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
ტრაგედია ბათუმში: დაშავებული ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
თურქეთში სამკურნალოდ გადაყვანილი ბავშვის უფროსი ძმა ტრაგედიის დღეს დაიღუპა. 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T13:43+0400
2023-03-15T13:43+0400
2023-03-15T19:15+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272353876_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_2edf90650ca9ddc1cbb1ba93d656fdc3.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბავშვი, რომელმაც ბათუმში, პლაჟზე ბატუტზე თამაშისას ტრავმა მიიღო, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". შავი ზღვის სანაპიროზე დამონტაჟებული იყო ბატუტი, რომელიც ქარმა 11 მარტს იმ დროს აიტაცა, როდესაც მასზე ორი ბავშვი თამაშობდა. ბავშვებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთი, 9 წლის ბიჭი იმავე საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვები ძმები იყვნენ. უფროსი ვაჟის დაკრძალვის შემდეგ, 14 მარტს მშობლებმა უმცროსი ძმა თურქეთში წაიყვანეს. გუშინ სამი წლის ბავშვის მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა არის დადებითი დინამიკა. ბათუმის ბულვარში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს>>ბავშვის დაღუპვის საქმეზე სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ მას უკვე წაუყენა ბრალი უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში დადგმული ბატუტის უსაფრთხოებაზე და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. თორნიკე რიჟვაძე: გამოძიება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს>>გამოძიების ვერსიით, ის გულგრილად მოეკიდა საქმეს და ცუდად დაამაგრა ბატუტი. ამის გამო ქარმა ის აიტაცა იმ დროს, როდესაც მასზე ბავშვები იმყოფებოდნენ, და რამდენიმე ათეული მეტრის იქით გადააგდო. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვს. გამოძიება გრძელდება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272353876_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_63d03c0c0dc0b789591850d6f755ce11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ბათუმი
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ბათუმი
ტრაგედია ბათუმში: დაშავებული ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
13:43 15.03.2023 (განახლებულია: 19:15 15.03.2023) თურქეთში სამკურნალოდ გადაყვანილი ბავშვის უფროსი ძმა ტრაგედიის დღეს დაიღუპა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბავშვი, რომელმაც ბათუმში, პლაჟზე ბატუტზე თამაშისას ტრავმა მიიღო, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შავი ზღვის სანაპიროზე დამონტაჟებული იყო ბატუტი, რომელიც ქარმა 11 მარტს იმ დროს აიტაცა, როდესაც მასზე ორი ბავშვი თამაშობდა. ბავშვებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთი, 9 წლის ბიჭი იმავე საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვები ძმები იყვნენ.
უფროსი ვაჟის დაკრძალვის შემდეგ, 14 მარტს მშობლებმა უმცროსი ძმა თურქეთში წაიყვანეს.
გუშინ სამი წლის ბავშვის მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა არის დადებითი დინამიკა.
ბავშვის დაღუპვის საქმეზე სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ მას უკვე წაუყენა ბრალი უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში დადგმული ბატუტის უსაფრთხოებაზე და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
გამოძიების ვერსიით, ის გულგრილად მოეკიდა საქმეს და ცუდად დაამაგრა ბატუტი. ამის გამო ქარმა ის აიტაცა იმ დროს, როდესაც მასზე ბავშვები იმყოფებოდნენ, და რამდენიმე ათეული მეტრის იქით გადააგდო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვს. გამოძიება გრძელდება.