ბათუმის ბულვარში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია ბათუმში
საპატრულო პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა არდაგანის ტბის მიმდებარედ დამონტაჟებული ბატუტი აიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში გუშინ მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში მდებარე ბატუტი აიტაცა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 9 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0