https://sputnik-georgia.com/20230313/tornike-rijvaze-gamozieba-batumsi-momxdari-tragediis-yvela-detals-natels-mohfens-275751533.html
თორნიკე რიჟვაძე: გამოძიება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს
თორნიკე რიჟვაძე: გამოძიება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა არდაგანის ტბის მიმდებარედ დამონტაჟებული ბატუტი აიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T21:20+0400
2023-03-13T21:20+0400
2023-03-13T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
აჭარის მთავრობა
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_0:0:1272:716_1920x0_80_0_0_c2fc5efdc96286278a35dbe4a3102ec4.jpg
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდარს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.ქარმა ბათუმის ბულვარში მდებარე ბატუტი აიტაცა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 9 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოშია მოთავსებული მეორე დაშავებული მოზარდიც, რომელიც გარდაცვლილი ბავშვის ძმაა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.რიჟვაძის განცხადებით, გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს.მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება მას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_181:0:1272:818_1920x0_80_0_0_b475ae50c1928a31b60ec16f499f466d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აჭარის მთავრობა , აჭარა , ბათუმი
თორნიკე რიჟვაძე: გამოძიება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა არდაგანის ტბის მიმდებარედ დამონტაჟებული ბატუტი აიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდარს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
ქარმა ბათუმის ბულვარში მდებარე ბატუტი აიტაცა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 9 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოშია მოთავსებული მეორე დაშავებული მოზარდიც, რომელიც გარდაცვლილი ბავშვის ძმაა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
„ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი. გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას. გამოჯანმრთელებას და ოჯახში მალე დაბრუნებას ვუსურვებ ტრაგედიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მცირეწლოვანს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
რიჟვაძის განცხადებით, გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება მას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.