https://sputnik-georgia.com/20230314/kobaxizem-saakasvilsa-da-evroparlamentsi-korufciul-skandals-soris-kavsiri-dainaxa-275792320.html
კობახიძემ სააკაშვილსა და ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს შორის კავშირი დაინახა
კობახიძემ სააკაშვილსა და ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს შორის კავშირი დაინახა
Sputnik საქართველო
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის საკითხის დაგეგმილ განხილვაზე. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T20:02+0400
2023-03-14T20:02+0400
2023-03-14T20:02+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24042/79/240427980_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_465e81189685a322adba2da200e58976.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმრად მიუღებელია და ეს ევროპარლამენტში არსებულ კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ ევროპარლამენტში დაგეგმილი სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის განხილვის საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი პატიმარია და მას სასჯელი კონკრეტული მძიმე დანაშაულებისთვის აქვს მისჯილი.უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიღებულ რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ, სამარცხვინო უწოდა.რეზოლუციაში ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურ რეაქციაზე. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 577–მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 33 და თავი შეიკავა 26–მა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად".ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.სააკაშვილის საქმეთბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.კობახიძემ საქართველოზე ევროკავშირის კორუფციული სკანდალის გავლენაზე ისაუბრა>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში2022 წლის დეკემბერში ბელგიის პოლიციამ და პროკურატურამ ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში ჩაატარა რამდენიმე დაკავება და ჩხრეკა. ბრალდებები კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება. კერძოდ, ბელგიის პოლიციამ შესაძლო კორუფციის საქმეზე ბერძენი ევროდეპუტატი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი დააკავა.პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა>>მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილთა ჩხრეკისას 1,5 მლნ ევრო და ძვირადღირებული საჩუქრები ამოიღეს.2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში ევროპარლამენტმა დაიწყო კორუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის ფლანგვაში ეჭვმიტანილი ოთხი პარლამენტარის მიმართ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების პროცედურა. ორ მათგანს, იტალიელ ანდრეა კოცოლინოს და ბელგიელ მარკ ტარაბელას სადეპუტატო უფლებამოსილება თებერვლის დასაწყისში შეუჩერდათ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24042/79/240427980_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_ccd2819514c5ee9d0b7d82f4d259a2b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ევროპარლამენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ევროპარლამენტი
კობახიძემ სააკაშვილსა და ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს შორის კავშირი დაინახა
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის საკითხის დაგეგმილ განხილვაზე.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმრად მიუღებელია და ეს ევროპარლამენტში არსებულ კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ ევროპარლამენტში დაგეგმილი სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის განხილვის საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი პატიმარია და მას სასჯელი კონკრეტული მძიმე დანაშაულებისთვის აქვს მისჯილი.
„ჩვენთვის ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელი... მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ევროპარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს“, – განაცხადა კობახიძემ.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში მიღებულ რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ, სამარცხვინო უწოდა.
რეზოლუციაში ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურ რეაქციაზე. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 577–მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 33 და თავი შეიკავა 26–მა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად".
ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
2022 წლის დეკემბერში ბელგიის პოლიციამ და პროკურატურამ ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში ჩაატარა რამდენიმე დაკავება და ჩხრეკა. ბრალდებები კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება. კერძოდ, ბელგიის პოლიციამ შესაძლო კორუფციის საქმეზე ბერძენი ევროდეპუტატი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი დააკავა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილთა ჩხრეკისას 1,5 მლნ ევრო და ძვირადღირებული საჩუქრები ამოიღეს.
2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში ევროპარლამენტმა დაიწყო კორუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის ფლანგვაში ეჭვმიტანილი ოთხი პარლამენტარის მიმართ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების პროცედურა. ორ მათგანს, იტალიელ ანდრეა კოცოლინოს და ბელგიელ მარკ ტარაბელას სადეპუტატო უფლებამოსილება თებერვლის დასაწყისში შეუჩერდათ.