https://sputnik-georgia.com/20230223/-------275177484.html
კობახიძემ საქართველოზე ევროკავშირის კორუფციული სკანდალის გავლენაზე ისაუბრა
კობახიძემ საქართველოზე ევროკავშირის კორუფციული სკანდალის გავლენაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ევროპა საქართველოს პოლიტიკურ ჯგუფებს დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს, მაგრამ თავად აფინანსებს პოლარიზაციას. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T16:40+0400
2023-02-23T16:40+0400
2023-02-23T21:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
პოლიტიკა
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250641688_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_11104c8d379ccd2bbb7c4cb13e82db48.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ევროსტრუქტურებში არსებული კორუფციული პრობლემები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.პოლიტიკოსის თქმით, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED) საქართველოში „ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას" აფინანსებენ.კობახიძიემ ამის მაგალითად მოიყვანა მოძრაობა „სირცხვილია“, პარტია „დროა“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი თქმით, დაფინანსებას სწორედ ამ ორგანიზაციებიდან იღებენ.პოლიტიკოსის თქმით, ეს არის იმ კორუფციული პროცესის გაგრძელება, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტში და აღმასრულებელ სტრუქტურებში.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების ბაზის შექმნას, კობახიძემ განაცხადა, რომ იგი აუცილებელია მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობისთვის.კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები>>>მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც საზოგადოება დაინახავს დაფინანსების წყაროებს, მას გაუჩნდება კითხვები ევროკავშირის სტრუქტურებთან, რომლებიც, პირველ პუნქტად საქართველოსგან დეპოლარიზაციას მოითხოვენ და პასუხს ითხოვენ იმისთვის, რომ ის არ შემცირდა.„როგორ უნდა შეამცირო, როცა, ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ შენი პირველი ამოცანა არის დეპოლარიზაცია და თავად აფინანსებენ პოლარიზაციას, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „სირცხვილიას“, და მეორე, ვისაც აფინანსებენ, ეს არის „დროა“, რომელიც კიდევ ერთი ექსტრემისტული ორგანიზაციაა, ფართო გაგებით „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი შტო“, – განაცხადა კობახიძემ.პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყოველივე ამას კორუფციის სუნი ასდის და გაიხსენა, რომ ბოლო დროს ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კორუფციული სკანდალების გამო დააკავეს.„დამახინჯებული და პოლიტიკურად მოტივირებული" - თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე>>>როცა არაბებისგან ქრთამის აღებას ეხება საქმე, იქ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს გამოძიებები, მაგრამ როდესაც ქართული წყაროებიდან შედის ფული, გამოძიება არცთუ სწრაფად მიმდინარეობს, აღნიშნა მან.2022 წლის დეკემბერში ბელგიის პოლიციამ და პროკურატურამ ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში ჩაატარა რამდენიმე დაკავება და ჩხრეკა. ბრალდებები კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება. კერძოდ, ბელგიის პოლიციამ შესაძლო კორუფციის საქმეზე ბერძენი ევროდეპუტატი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი დააკავა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილთა ჩხრეკისას 1,5 მლნ ევრო და ძვირადღირებული საჩუქრები ამოიღეს.2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში ევროპარლამენტმა დაიწყო კორუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის ფლანგვაში ეჭვმიტანილი ოთხი პარლამენტარის მიმართ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების პროცედურა. ორ მათგანს, იტალიელ ანდრეა კოცოლინოს და ბელგიელ მარკ ტარაბელას სადეპუტატო უფლებამოსილება თებერვლის დასაწყისში შეუჩერდათ.რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ის ითვალისწინებს საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების ბაზის შექმნას, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იურიდიული პირები.კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროდან იღებს. მედიის შემთხვევაში არ არის საუბარი რეკლამებიდან, სპონსორებისგან ან ტელემარკეტიდან მიღებულ შემოსავლებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250641688_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_3debbde577bd31a969904c7d9a73cfc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა, ევროპარლამენტი
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა, ევროპარლამენტი
კობახიძემ საქართველოზე ევროკავშირის კორუფციული სკანდალის გავლენაზე ისაუბრა
16:40 23.02.2023 (განახლებულია: 21:39 23.02.2023) პოლიტიკოსის თქმით, ევროპა საქართველოს პოლიტიკურ ჯგუფებს დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს, მაგრამ თავად აფინანსებს პოლარიზაციას.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ევროსტრუქტურებში არსებული კორუფციული პრობლემები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED) საქართველოში „ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას" აფინანსებენ.
კობახიძიემ ამის მაგალითად მოიყვანა მოძრაობა „სირცხვილია“, პარტია „დროა“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი თქმით, დაფინანსებას სწორედ ამ ორგანიზაციებიდან იღებენ.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ ეს კორუფციული პრობლემები, სამწუხაროდ, პირდაპირ აისახება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მათ შორისაა „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება EED-ს მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ეს არის იმ კორუფციული პროცესის გაგრძელება, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტში და აღმასრულებელ სტრუქტურებში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების ბაზის შექმნას, კობახიძემ განაცხადა, რომ იგი აუცილებელია მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობისთვის.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც საზოგადოება დაინახავს დაფინანსების წყაროებს, მას გაუჩნდება კითხვები ევროკავშირის სტრუქტურებთან, რომლებიც, პირველ პუნქტად საქართველოსგან დეპოლარიზაციას მოითხოვენ და პასუხს ითხოვენ იმისთვის, რომ ის არ შემცირდა.
„როგორ უნდა შეამცირო, როცა, ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ შენი პირველი ამოცანა არის დეპოლარიზაცია და თავად აფინანსებენ პოლარიზაციას, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „სირცხვილიას“, და მეორე, ვისაც აფინანსებენ, ეს არის „დროა“, რომელიც კიდევ ერთი ექსტრემისტული ორგანიზაციაა, ფართო გაგებით „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი შტო“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყოველივე ამას კორუფციის სუნი ასდის და გაიხსენა, რომ ბოლო დროს ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კორუფციული სკანდალების გამო დააკავეს.
როცა არაბებისგან ქრთამის აღებას ეხება საქმე, იქ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს გამოძიებები, მაგრამ როდესაც ქართული წყაროებიდან შედის ფული, გამოძიება არცთუ სწრაფად მიმდინარეობს, აღნიშნა მან.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. თუ იქ არის პრობლემები, ამას შესაბამისი სტრუქტურები თავად უნდა აკვირდებოდნენ. იმედი დავიტოვოთ, რომ თვითონვე მოახერხებს ევროკავშირი ამ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
2022 წლის დეკემბერში ბელგიის პოლიციამ და პროკურატურამ ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში ჩაატარა რამდენიმე დაკავება და ჩხრეკა. ბრალდებები კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება. კერძოდ, ბელგიის პოლიციამ შესაძლო კორუფციის საქმეზე ბერძენი ევროდეპუტატი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი დააკავა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილთა ჩხრეკისას 1,5 მლნ ევრო და ძვირადღირებული საჩუქრები ამოიღეს.
2022 წლის იანვრის შუა რიცხვებში ევროპარლამენტმა დაიწყო კორუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის ფლანგვაში ეჭვმიტანილი ოთხი პარლამენტარის მიმართ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების პროცედურა. ორ მათგანს, იტალიელ ანდრეა კოცოლინოს და ბელგიელ მარკ ტარაბელას სადეპუტატო უფლებამოსილება თებერვლის დასაწყისში შეუჩერდათ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ის ითვალისწინებს საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების ბაზის შექმნას, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იურიდიული პირები.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროდან იღებს. მედიის შემთხვევაში არ არის საუბარი რეკლამებიდან, სპონსორებისგან ან ტელემარკეტიდან მიღებულ შემოსავლებზე.