https://sputnik-georgia.com/20230221/kanonproeqti-ucxouri-agentebis-shesaxeb-275116780.html
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები
Sputnik საქართველო
უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების პროცედურა უფასო იქნება 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T23:20+0400
2023-02-21T23:20+0400
2023-02-21T23:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58bbf5bba91998016cf42c6420d6386b.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ითვალისწინებს საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების ბაზის შექმნას, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იურიდიული პირები.კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს. მედიის შემთხვევაში არ არის საუბარი რეკლამებიდან, სპონსორების ან ტელემარკეტებიდან მიღებულ შემოსავლებზე.სუბიექტი უცხოური გავლენის აგენტად თავად უნდა დარეგისტრირდეს. პროცედურა უფასო იქნება.კანონპროექტში გამოყენებული ტერმინოლოგია პრინციპულია მისი ავტორებისთვის - „უცხოური გავლენის აგენტი” და არა „უცხოელი აგენტი”, როგორც ეს არის კანონის უცხოურ ანალოგებში. ტერმინი „უცხოელი აგენტის” გამოყენება, მათი აზრით სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.კანონპროექტის ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა", რომელიც 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მმართველი პარტია დატოვეს, მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც დარჩნენ.რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ">>>კანონპროექტის ავტორების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.უცხოური გავლენის აგენტი არის:- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;- მაუწყებლები;- იურიდიული პირები, რომლებიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობენ;- იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან იყენებენ ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად;უცხოური ძალა არის:- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.კანონპროექტის ავტორები წლიურ შემოსავალში გულისხმობენ როგორც ფულს, ისე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს (მოძრავი და უძრავი ქონება), რომელთა ღირებულება საბაზრო ფასებით გამოითვლება.შემოსავლის მიღებად ჩაითვლება, მათ შორის, მოძრავი ან უძრავი ქონების სარგებლობაში მიღება.კანონი გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი, ან სხვა იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი „უცხოური ძალისგან” მიიღო პირდაპირ ან არაპირდაპირ; სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაციაუცხოური გავლენის აგენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მომავალი წლის იანვრის განმავლობაში სუბიექტმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. სააგენტო მათ საშუალებას მისცემს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ასევე იქნება საფინანსო დეკლარაცია.კალაძე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე>>>საფინანსო დეკლარაციაში მითითებული იქნება მონაცემები ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის მისამართი, გასულ წელს მიღებული შემოსავალი - ფულადი ან მატერიალური სარგებელი და მათი მიღების მიზანი, ასევე ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ნათქვამია კანონპროექტში.ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას - შეამოწმებს მონაცემებს და განაცხადის შევსების სისწორეს, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სუბიექტს მის გამოსასწორებლად მიეცემა დრო.სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებს იურიდიულ პირს „უცხოური გავლენის აგენტად” და აღრიცხავს მას უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში.უცხოური გავლენის აგენტებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარაციები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ. სააგენტოს უფლება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდება ფინანსური დეკლარაცია.თუ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი იურიდიული პირი ვეღარ დააკმაყოფილებს „უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მას შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციიდან მოხსნა.გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ექვს თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს შემოწმება, მათ შორის, წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს უცხოური გავლენის აგენტის მითითებას.თუ აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ექვემდებარება „უცხოური გავლენის აგენტის“ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე, მას მაინც შეიტანენ მონაცემთა ბაზაში და ადმინისტრაციული წესით დაევალება ჯარიმის გადახდა.„უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით, დეკლარაციაში უზუსტობების აღმოფხვრაზე უარი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_3769562a472e86bfb94b8a2a72148cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები
23:20 21.02.2023 (განახლებულია: 23:39 21.02.2023) უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების პროცედურა უფასო იქნება
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ითვალისწინებს საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების ბაზის შექმნას, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იურიდიული პირები.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს. მედიის შემთხვევაში არ არის საუბარი რეკლამებიდან, სპონსორების ან ტელემარკეტებიდან მიღებულ შემოსავლებზე.
სუბიექტი უცხოური გავლენის აგენტად თავად უნდა დარეგისტრირდეს. პროცედურა უფასო იქნება.
კანონპროექტში გამოყენებული ტერმინოლოგია პრინციპულია მისი ავტორებისთვის - „უცხოური გავლენის აგენტი” და არა „უცხოელი აგენტი”, როგორც ეს არის კანონის უცხოურ ანალოგებში. ტერმინი „უცხოელი აგენტის” გამოყენება, მათი აზრით სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონპროექტის ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა", რომელიც 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მმართველი პარტია დატოვეს, მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც დარჩნენ.
კანონპროექტის ავტორების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
უცხოური გავლენის აგენტი არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- იურიდიული პირები, რომლებიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობენ;
- იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან იყენებენ ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად;
თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა” - უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტის ავტორები წლიურ შემოსავალში გულისხმობენ როგორც ფულს, ისე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს (მოძრავი და უძრავი ქონება), რომელთა ღირებულება საბაზრო ფასებით გამოითვლება.
შემოსავლის მიღებად ჩაითვლება, მათ შორის, მოძრავი ან უძრავი ქონების სარგებლობაში მიღება.
კანონი გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი, ან სხვა იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი „უცხოური ძალისგან” მიიღო პირდაპირ ან არაპირდაპირ; სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაცია
უცხოური გავლენის აგენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მომავალი წლის იანვრის განმავლობაში სუბიექტმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. სააგენტო მათ საშუალებას მისცემს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ასევე იქნება საფინანსო დეკლარაცია.
საფინანსო დეკლარაციაში მითითებული იქნება მონაცემები ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის მისამართი, გასულ წელს მიღებული შემოსავალი - ფულადი ან მატერიალური სარგებელი და მათი მიღების მიზანი, ასევე ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ნათქვამია კანონპროექტში.
ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას - შეამოწმებს მონაცემებს და განაცხადის შევსების სისწორეს, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სუბიექტს მის გამოსასწორებლად მიეცემა დრო.
სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებს იურიდიულ პირს „უცხოური გავლენის აგენტად” და აღრიცხავს მას უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში.
უცხოური გავლენის აგენტებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარაციები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ. სააგენტოს უფლება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდება ფინანსური დეკლარაცია.
თუ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი იურიდიული პირი ვეღარ დააკმაყოფილებს „უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მას შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციიდან მოხსნა.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ექვს თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს შემოწმება, მათ შორის, წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს უცხოური გავლენის აგენტის მითითებას.
თუ აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ექვემდებარება „უცხოური გავლენის აგენტის“ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე, მას მაინც შეიტანენ მონაცემთა ბაზაში და ადმინისტრაციული წესით დაევალება ჯარიმის გადახდა.
„უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით, დეკლარაციაში უზუსტობების აღმოფხვრაზე უარი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.