https://sputnik-georgia.com/20230314/es-farsia-kobaxize-ucxouri-agentebis-sesaxeb-proeqtis-sawinaarmdego-piar-kompaniaze-275795690.html
„ეს ფარსია“ - კობახიძე „უცხოური აგენტების შესახებ“ პროექტის საწინააღმდეგო პიარ-კომპანიაზე
„ეს ფარსია“ - კობახიძე „უცხოური აგენტების შესახებ“ პროექტის საწინააღმდეგო პიარ-კომპანიაზე
Sputnik საქართველო
ქართველ ხალხს გააპროტესტებინეს ის კანონი, რომელიც მისავე ინტერესებს ემსახურება, მიაჩნია პოლიტიკოსს 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T20:45+0400
2023-03-14T20:45+0400
2023-03-14T20:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0fb5d93d5d1d2b9ea1d10119037185df.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. პიარ-კამპანია „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის წინააღმდეგ აბსოლუტური ფარსი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ორდღიანი ქუჩის პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, უკან გაიწვიეს.რატომ გაიწვიეს კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ: ინიციატორები განმარტებას აკეთებენ >>ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა პირდაპირ კავშირშია დასავლურ ღირებულებებთან და კონკრეტულად ქართველი ხალხის ინტერესებთან.„ქართველ ხალხს, როდესაც აპროტესტებინებ იმ კანონს, რომელიც მისავე ინტერესებს ემსახურება, ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ყალბი იყო თავიდან ბოლომდე ის პიარკამპანია, რომელიც აწარმოეს ქართული კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.კობახიძის თქმით, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ის აუცილებელია ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის, აღნიშნა მან.„სწორედ ამას ადასტურებს ის კანონშემოქმედებითი პროცესები, რომლებიც წარიმართება როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. გამჭირვალობის ფასი იცის ყველა სახელმწიფომ და ეს ფასი უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როდესაც საზოგადოება წინააღმდეგიამიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.„ჯერ ჩაცხრება, მერე გამწვავდება“ - პოლიტოლოგი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ>>>პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_58eb0741fce819383505e277a9f39c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
„ეს ფარსია“ - კობახიძე „უცხოური აგენტების შესახებ“ პროექტის საწინააღმდეგო პიარ-კომპანიაზე
ქართველ ხალხს გააპროტესტებინეს ის კანონი, რომელიც მისავე ინტერესებს ემსახურება, მიაჩნია პოლიტიკოსს
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. პიარ-კამპანია „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის წინააღმდეგ აბსოლუტური ფარსი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ორდღიანი ქუჩის პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, უკან გაიწვიეს.
„ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა მუშაობენ ე.წ. რუსულ კანონზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პიარკამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოში ქართული კანონის წინააღმდეგ, იყო აბსოლუტური ფარსი და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა პირდაპირ კავშირშია დასავლურ ღირებულებებთან და კონკრეტულად ქართველი ხალხის ინტერესებთან.
„ქართველ ხალხს, როდესაც აპროტესტებინებ იმ კანონს, რომელიც მისავე ინტერესებს ემსახურება, ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ყალბი იყო თავიდან ბოლომდე ის პიარკამპანია, რომელიც აწარმოეს ქართული კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ის აუცილებელია ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის, აღნიშნა მან.
„სწორედ ამას ადასტურებს ის კანონშემოქმედებითი პროცესები, რომლებიც წარიმართება როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. გამჭირვალობის ფასი იცის ყველა სახელმწიფომ და ეს ფასი უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როდესაც საზოგადოება წინააღმდეგია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.