რატომ გაიწვიეს კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ: ინიციატორები განმარტებას აკეთებენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელთა განმარტებით, თბილისში საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს რევოლუცია სურდათ.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" და მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" კომპრომისზე წასვლით თავისი ძალის, თბილისში აქციის ორგანიზატორებმა კი თავისი სისუსტის დემონსტრირება მოახდინეს, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში.
7-9 მარტის პერიოდში საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. თავდაპირველად მმართველმა პარტიამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, მაგრამ შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტმა შედეგი გამოიღო – მმართველმა პარტიამ პარლამენტიდან ორივე კანონპროექტი გაიწვია.

„ხალხის ძალამ“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კომპრომისით თავისი ძალა აჩვენა, რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, ტყუილს „ძალზე მოკლე ფეხები" აღმოაჩნდა და დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ აპროტესტებდნენ, „მისაღები აღმოჩნდა კანადისა და ევროკავშირისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთზე“.
განცხადების ავტორების თქმით, საპროტესტო აქცია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ემსახურებოდა.
როდესაც საზოგადოება წინააღმდეგია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„ჯერ ჩაცხრება, მერე გამწვავდება“ - პოლიტოლოგი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ>>>
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
ყველა ახალი ამბავი
0