საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ITB Berlin-ზე პირველად წარდგა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2023
გამოწერა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ეძლევა საშუალება 200 ათასამდე დამთვალიერებელს გააცნოს საქართველოს აეროპორტების პოტენციალი.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაბ პირველად მიიღო მონაწილეობა გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ITB Berlin, იუწყება გაერთიანების პრესსამსახური.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრებოდა, გასულ კვირაში გაიმართა. გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანი იყო.
გამოფენის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე შეხვედრებს მართავს ავიაკომპანიებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პირველად მონაწილეობს ITB Berlin-ზე. საშუალება გვეძლევა გერმანიაში მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ მთელი ქვეყანა, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით და იმ სტუმარ-მასპინძლობით, რითაც თითოეული ჩვენგანი საქართველოში უცხოელ სტუმარს ვხვდებით. პირველი შთაბეჭდილება კი მათ ჩვენს ქვეყანაზე სწორედ აეროპორტიდანვე ექმნებათ“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
ქარქაშაძის თქმით, ფორუმის მასშტაბი ძალიან დიდია და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ეძლევა საშუალება 200 ათასამდე დამთვალიერებელს გააცნოს საქართველოს აეროპორტების პოტენციალი.
„გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin-ზე >>
საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართეს.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0