https://sputnik-georgia.com/20230312/nacmozraobis-loderebi-mixeil-saakasviltan-dakavsirebit-strasburgsi-sexvedrebs-gamartaven-275717387.html
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურში შეხვედრებს გამართავენ
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურში შეხვედრებს გამართავენ
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მოიპოვებს. 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T17:11+0400
2023-03-12T17:11+0400
2023-03-12T17:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274666966_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_bdfc761ec2ef2623cf05bed679689bbd.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე ორშაბათს სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ოპოზიციონერების ვიზიტი სტრასბურგში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის რეზოლუციაში მკაფიოდ ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა 577 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. „ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო“, – ნათქვამია რეზოლუციაში.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.სააკაშვილი აღარ კვდება - კობახიძე >>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა >>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274666966_126:0:1263:853_1920x0_80_0_0_6cc6e54c71fa470a5292acf29fceeca3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურში შეხვედრებს გამართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მოიპოვებს.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე ორშაბათს სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციონერების ვიზიტი სტრასბურგში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.
„შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ცივილიზებულო სამყარო დიდი, გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ის პირობები, ის დათქმები, რომლებიც აქვს ჩვენს პარტნიორებს... ხვალ უკვე ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის რეზოლუციაში მკაფიოდ ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.
2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა 577 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. „ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.