https://sputnik-georgia.com/20230308/saakasvili-arar-kvdeba-kobaxize-275580697.html
სააკაშვილი აღარ კვდება - კობახიძე
სააკაშვილი აღარ კვდება - კობახიძე
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძის თქმით, კამპანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ, ისევე, როგორც კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ, ყალბია. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T15:58+0400
2023-03-08T15:58+0400
2023-03-08T21:07+0400
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275088754_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e2b9559e74ae7bc7f6f41cf3dad2d4af.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ბოლო ორი კვირაა, ყველას დაავიწყდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ის აღარ კვდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც პაციენტი მკურნალობას გადის, განაცხადეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მთავარი მიზეზი კი არასრულფასოვან კვებაზე უარის თქმაა. ექიმები აცხადებენ, რომ ის კალორიების მხოლოდ იმ რაოდენობას იღებს, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.კობახიძემ ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის მიღების ფონზე. გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.კობახიძემ ოპოზიციას მოსახლეობის მოტყუებაში დასდო ბრალი>>კობახიძის თქმით, კამპანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ, ისევე, როგორც კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ, ყალბია.„ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ“, – აღნიშნა მან.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერსდაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.კლინიკა „ვივამედის" ექიმები: სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275088754_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_4a36e416d80e7aebe2a2424a86249137.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი აღარ კვდება - კობახიძე
15:58 08.03.2023 (განახლებულია: 21:07 08.03.2023) ირაკლი კობახიძის თქმით, კამპანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ, ისევე, როგორც კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ, ყალბია.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ბოლო ორი კვირაა, ყველას დაავიწყდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ის აღარ კვდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც პაციენტი მკურნალობას გადის, განაცხადეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მთავარი მიზეზი კი არასრულფასოვან კვებაზე უარის თქმაა. ექიმები აცხადებენ, რომ ის კალორიების მხოლოდ იმ რაოდენობას იღებს, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „არ კვდებოდა“. დანარჩენი 500 დღე მიხეილ სააკაშვილი „კვდებოდა“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე ოთხშაბათს.
კობახიძემ ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის მიღების ფონზე. გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.
კობახიძის თქმით, კამპანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ, ისევე, როგორც კანონპროექტზე უცხოური აგენტების შესახებ, ყალბია.
„ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ“, – აღნიშნა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერსდაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.