საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება: „ქართულ ოცნებაში“ დეტალებზე საუბრობენ

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
მებრძოლები უკრაინიდან ბრუნდებიან, რათა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრე მებრძოლები, მათი მიზანია ახალგაზრდების სახელმწიფო გადატრიალებისკენ წაქეზება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. პროტესტი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე ჩააგდო, ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განუხილავთ, გაიწვია.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ემზადება იმისთვის, რომ როგორღაც ხელი შეუშალოს პოლიტიკური პროცესების განვითარებას", – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამაში მოიაზრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს.
„უკრაინიდან სააკაშვილის მომხრეების გარკვეული ჯგუფი ჩამოვიდა. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას", – აღნიშნა ვოლსკიმ.
არავის მივცემთ უფლებას, საქართველო პოლიგონად აქციოს - პრემიერი>>>
ხაბეიშვილმა ადრე არ გამორიცხა მსჯავრდებული სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით გათავისუფლება. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის" ნომერი პირველი საკითხი და ამაზე პარტია აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, აქციების შედეგად ერთ-ერთი მიღწეული მიზანი ექს-პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლება იქნება.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა" რომ იყოს, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და ისინი ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0