რა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის განათლების მინისტრმა

© Government of Georgiaჟანა ანდრეასიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
ჟანა ანდრეასიანი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი თბილისში ქართველი კოლეგის მოწვევით ჩამოვიდა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს სომეხ კოლეგებთან და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და რეფორმების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთგული რჩება.
საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობებს გააღრმავებენ>>
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი თბილისში დელეგაციასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით იმყოფება. პრემიერთან შეხვედრამდე ჟანა ანდრეასიანს მიხეილ ჩხენკელი შეხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0