https://sputnik-georgia.com/20230310/saqartvelo-da-somxeti-gaarrmaveben-urtiertobebs-ganatlebis-sferosi-275656705.html
საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობებს გააღრმავებენ
საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობებს გააღრმავებენ
Sputnik საქართველო
თანამშრომლობის მიმართულებებს შორისაა მოსწავლეებისა და სტუდენტების გაცვლის მრავალფეროვანი პროგრამები. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T13:41+0400
2023-03-10T13:41+0400
2023-03-10T19:36+0400
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275654967_100:162:1024:682_1920x0_80_0_0_fec7ff329fdd9046523482e8ad639e61.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრისას მოეწერა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ნათქვამია ქართული სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების განმტკიცებას.მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ერთობლივი პროგრამები საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ცენტრების შექმნის მიზნით.შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო მასწავლებელთა ხელშეწყობა კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზება.ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.ჟანა ანდრეასიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები სომხების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ენის შესწავლაში ხელშეწყობისთვის.მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 168,1 ათასი სომეხი ცხოვრობს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275654967_217:152:924:682_1920x0_80_0_0_467abdaa7fa64942d0d8beb0eda8c9a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სომხეთი
განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სომხეთი
საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობებს გააღრმავებენ
13:41 10.03.2023 (განახლებულია: 19:36 10.03.2023) თანამშრომლობის მიმართულებებს შორისაა მოსწავლეებისა და სტუდენტების გაცვლის მრავალფეროვანი პროგრამები.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველო და სომხეთი მეცნიერებისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრისას მოეწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ნათქვამია ქართული სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების განმტკიცებას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ერთობლივი პროგრამები საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ცენტრების შექმნის მიზნით.
შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო მასწავლებელთა ხელშეწყობა კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზება.
ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჟანა ანდრეასიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები სომხების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ენის შესწავლაში ხელშეწყობისთვის.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 168,1 ათასი სომეხი ცხოვრობს.