https://sputnik-georgia.com/20230310/kanonproeqtma-tavisi-saqme-gaaketa-275679390.html
კანონპროექტმა თავისი საქმე უკვე გააკეთა - კობახიძე
კანონპროექტმა თავისი საქმე უკვე გააკეთა - კობახიძე
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, თუ რა დადებითი ეფექტი მოიტანა სკანდალურმა კანონპროექტმა. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T17:43+0400
2023-03-10T17:43+0400
2023-03-10T21:42+0400
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_0:192:2400:1542_1920x0_80_0_0_a1ae7acc93168cd23e893baa2fe64fc8.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კანონპროექტებმა უცხოური აგენტების შესახებ, რომლებმაც საქართველოში დიდი მღელვარება გამოიწვია, თავისი საქმე გააკეთა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოებამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. სამდღიანი პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, გამოიწვიეს. ასევე ყველამ შეიტყო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობენ, როგორიცაა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე არაა, აღნიშნა კობახიძემ. „სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა ძალიან ცხადად და მკაფიოდ გაუზიარა ქართულ საზოგადოებას", – განაცხადა კობახიძემ. და მესამე გზავნილი, რომელიც ამ კანონპროექტებს აქვს, ისაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით არასდროს შესრულდება, აღნიშნა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალურ კანონპროექტებზე - კობახიძის პასუხი>>უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_176:164:2090:1600_1920x0_80_0_0_7d4dcab3b1cef72838094a0caf23ef22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონპროექტმა თავისი საქმე უკვე გააკეთა - კობახიძე
17:43 10.03.2023 (განახლებულია: 21:42 10.03.2023) მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, თუ რა დადებითი ეფექტი მოიტანა სკანდალურმა კანონპროექტმა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კანონპროექტებმა უცხოური აგენტების შესახებ, რომლებმაც საქართველოში დიდი მღელვარება გამოიწვია, თავისი საქმე გააკეთა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოებამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სამდღიანი პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, კანონპროექტის ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, გამოიწვიეს.
„ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
ასევე ყველამ შეიტყო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობენ, როგორიცაა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე არაა, აღნიშნა კობახიძემ.
„სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა ძალიან ცხადად და მკაფიოდ გაუზიარა ქართულ საზოგადოებას", – განაცხადა კობახიძემ.
და მესამე გზავნილი, რომელიც ამ კანონპროექტებს აქვს, ისაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით არასდროს შესრულდება, აღნიშნა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.