https://sputnik-georgia.com/20230309/zurabisvilma-kanonproeqtis-gamowvevas-gamarjveba-uwoda-275648745.html
ზურაბიშვილმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოწვევას გამარჯვება უწოდა
ზურაბიშვილმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოწვევას გამარჯვება უწოდა
Sputnik საქართველო
ორდღიანი პროტესტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T22:15+0400
2023-03-09T22:15+0400
2023-03-09T23:27+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1663:935_1920x0_80_0_0_fcebb3d8c5ee6024f9304e6b35feb9e3.png
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და გაგრძელებულ პროტესტს მხარი დაუჭირა.ორდღიანი პროტესტის ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. უკან გაწვევის პროცედურის დასრულებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენის დროს განხილვის გარეშე უყრის კენჭს და ჩააგდებს. კენჭისყრა, სავარაუდოდ, 21 მარტს გაიმართება.„პირველ რიგში მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გაიწვია ეს კანონი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მან აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩებში შექმნილმა ერთიანობამ აიძულა ხელისუფლება, გაეთვალისწინებინა ხალხის ხმა და მისი ევროპული არჩევანი.რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალურ კანონპროექტებზე – კობახიძის პასუხი>>„ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აქციის მონაწილეებს და მისთვის გასაგებია ხელისუფლებისადმი უნდობლობა.„ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მან მოუწოდა ხელისუფლებას, არ შეიტანოს ახალი დეპოლარიზაცია საზოგადოებაში.„ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.საპროტესტო აქციებზე დაკავებული თითქმის პირი თავისუფალია>>პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაყობს ყველა ადამიანით, რომელიც გამოვიდა ქუჩაში და გამოხატა თავისი ნება და ევროპის ერთგულება.თბილისში გრძელდება პროტესტი, სადაც მთავარ როლს სტუდენტები ასრულებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ სჯერათ მმართველი პარტიის და მისგან გადაწყვეტილების რაც შეიძლება სწრაფად მიღებას მოითხოვენ.აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა – საპროტესტო აქციაზე ყველა დაკავებულის გათავისუფლება – დაკმაყოფილებულია. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1447:1085_1920x0_80_0_0_224bc964e68bb6b47f3e9360e954c0bb.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ზურაბიშვილმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოწვევას გამარჯვება უწოდა
22:15 09.03.2023 (განახლებულია: 23:27 09.03.2023) ორდღიანი პროტესტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და გაგრძელებულ პროტესტს მხარი დაუჭირა.
ორდღიანი პროტესტის ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. უკან გაწვევის პროცედურის დასრულებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენის დროს განხილვის გარეშე უყრის კენჭს და ჩააგდებს. კენჭისყრა, სავარაუდოდ, 21 მარტს გაიმართება.
„პირველ რიგში მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გაიწვია ეს კანონი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩებში შექმნილმა ერთიანობამ აიძულა ხელისუფლება, გაეთვალისწინებინა ხალხის ხმა და მისი ევროპული არჩევანი.
„ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აქციის მონაწილეებს და მისთვის გასაგებია ხელისუფლებისადმი უნდობლობა.
„ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან მოუწოდა ხელისუფლებას, არ შეიტანოს ახალი დეპოლარიზაცია საზოგადოებაში.
„ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაყობს ყველა ადამიანით, რომელიც გამოვიდა ქუჩაში და გამოხატა თავისი ნება და ევროპის ერთგულება.
თბილისში გრძელდება პროტესტი, სადაც მთავარ როლს სტუდენტები ასრულებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ სჯერათ მმართველი პარტიის და მისგან გადაწყვეტილების რაც შეიძლება სწრაფად მიღებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა – საპროტესტო აქციაზე ყველა დაკავებულის გათავისუფლება – დაკმაყოფილებულია. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.