https://sputnik-georgia.com/20230309/sss-m-aqciebze-dakavebuli-yvela-piri-gaatavisufla-275647557.html
საპროტესტო აქციებზე დაკავებული თითქმის ყველა პირი თავისუფალია
საპროტესტო აქციებზე დაკავებული თითქმის ყველა პირი თავისუფალია
133 დაკავებული პირიდან 132 გაათავისუფლეს. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T21:15+0400
2023-03-09T21:15+0400
2023-03-09T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275643667_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_bd4292b42b9638fc71ae2667267a231a.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.სამართალდამცველებმა 7-8 მარტს თბილისის ცენტრში გამართული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებზე ჯამში 133 პირი დააკავეს. აქედან 132 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, ხოლო ერთ პირს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.როგორც შსს-ში განმარტეს, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 7 მარტს, დღისით დაიწყო. 7 და 8 მარტს აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.8 მარტს აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს წაუყენეს ულტიმატუმი – სკანდალური კანონპროექტების გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.მმართველმა პარტიამ მოთხოვნები არ შეასრულა და პროტესტმაც აგრესიული ხასიათი მიიღო: დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს პარლამენტს, ჩაამსხვრიეს შენობის პირველი სართულის მინები, მაღაზიის ვიტრინები, დაწვეს ავტომობილი, სანაგვე ურნები და პოლიციის მიმართულებით ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები". ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275643667_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b5bb7697a1449744bcd7bae1acb46b1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
საპროტესტო აქციებზე დაკავებული თითქმის ყველა პირი თავისუფალია
21:15 09.03.2023 (განახლებულია: 23:17 09.03.2023) 133 დაკავებული პირიდან 132 გაათავისუფლეს.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა 7-8 მარტს თბილისის ცენტრში გამართული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებზე ჯამში 133 პირი დააკავეს. აქედან 132 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, ხოლო ერთ პირს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.
როგორც შსს-ში განმარტეს, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.
„ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 7 მარტს, დღისით დაიწყო. 7 და 8 მარტს აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
8 მარტს აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს წაუყენეს ულტიმატუმი – სკანდალური კანონპროექტების გაწვევა და 7 მარტის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მმართველმა პარტიამ მოთხოვნები არ შეასრულა და პროტესტმაც აგრესიული ხასიათი მიიღო: დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს პარლამენტს, ჩაამსხვრიეს შენობის პირველი სართულის მინები, მაღაზიის ვიტრინები, დაწვეს ავტომობილი, სანაგვე ურნები და პოლიციის მიმართულებით ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები". ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.