პოლიტოლოგი: ახლა გაირკვევა, სინამდვილეში რა სურთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან 2023 წლის 8 მარტს
აქცია პარლამენტთან 2023 წლის 8 მარტს - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ გამოიწვია უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის გამოწვევა საშუალებას იძლევა გავიგოთ, რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში ოპოზიცია, განაცხადა პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.
ორი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ხუთშაბათს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს ტესტი იქნება. ახლა ვნახავთ, ნამდვილად კანონის წინააღმდეგი იყვნენ, თუ ეს მიზეზი იყო. მიტინგზე მათ განაცხადეს, რომ უნდათ მთავრობის გადაყენება. ვნახოთ, როგორი იქნება მათი შემდგომი ქმედებები. ახლა იქნება იმის ლუსტრაცია, თუ რა უნდა მათ სინამდვილეში“, – განაცხადა კიკნაძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში არასწორად აღიქვეს სიტყვა „აგენტი“, ამიტომ სწორია გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია და პროექტის არსი საზოგადოებამდე მიიტანონ.

„პოლიტიკურ მეცნიერებაში არის თეორია – „სოციალური გავლენის აგენტები“. მოსახლეობა კი „აგენტებს“ „ჯაშუშებად“ აღიქვამს. საჭირო იყო საგანმანათლებლო პროგრამის ჩატარება, რომ მკაციოდ განემარტათ, რაზეა საუბარი“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

გარდა ამისა, კიკნაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება სწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ასეთი კანონი არის ამერიკაშიც და რუსეთშიც და ანგლოსაქსურ სამყაროში.
„იმიტომ, რომ როდესაც ფულს გაძლევენ, უფასო ყველი სათაგურშია, ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც ინტერესები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს უშიშროებას. როგორც პოლიტოლოგი, მივიჩნევ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება და სწორი ზომა იყო“, – განაცხადა კიკნაძემ.
„ჯერ ჩაცხრება, მერე გამწვავდება“ - პოლიტოლოგი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ>>
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია იძულებული გახდა, გამოეწვია კანონპროექტი, რათა ვითარება დაემშვიდებინა, რადგანაც პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ახალგაზრდებს არ ესმით მკაფიოდ და ცხადად, რის წინააღმდეგ მიდიან, რა უნდათ.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
„ქართული ოცნების“ სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სკანდალური კანონპროექტების გაწვევას
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0