https://sputnik-georgia.com/20230309/------------275606695.html
ზურაბიშვილი: ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მას და მოსახლეობას შორის
ზურაბიშვილი: ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მას და მოსახლეობას შორის
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მას და მოსახლეობას შორის და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული ძალა... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T01:06+0400
2023-03-09T01:06+0400
2023-03-09T16:56+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:590:1600:1490_1920x0_80_0_0_9f44e02ab27d66d45ef42c93fcaa8cdc.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მას და მოსახლეობას შორის და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული ძალა, განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც მან განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და მათი ინიცირება მოხდა მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინშია.პარლამენტთან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები>>>„საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ ჩვენი მომავლისთვის. მოსახლეობამ იცის, რომ ახლა ჩვენი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში და ისინი ძალიან ცხადად ამბობენ, რომ მათ სურთ ევროპაში ყოფნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.პროტესტის მიზეზიმმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.რატომ ეთქვა უარი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: კალაძემ მიზეზები განმარტა>>>უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:589:1600:1789_1920x0_80_0_0_93d1e2edf7b9440f9f17f31d156c00c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მას და მოსახლეობას შორის და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული ძალა, განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ხდება ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის ჩახშობა, ხალხი გამოდის ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიწვიონ უკან კანონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ გააჩნია საკუთარი პოზიცია. ასეთ დროს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ეს მათი ბოლო შანსია, აღმოფხვრას ნაპრალი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც მან განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და მათი ინიცირება მოხდა მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ ჩვენი მომავლისთვის. მოსახლეობამ იცის, რომ ახლა ჩვენი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში და ისინი ძალიან ცხადად ამბობენ, რომ მათ სურთ ევროპაში ყოფნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.